reportiori.ge - სოფელ ახრისიდან გატაცებული 24 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:50
კონფლიქტები
სოფელ ახრისიდან გატაცებული 24 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს
31 დეკემბერი, 2013. 17:31

გორის რაიონის სოფელ ახრისში მცხოვრები 24 წლის ახალგაზრდის ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.


24 წლის ახალგაზრდის პ.ა -ს ახლობლები ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გატაცებული ფსიქიურად არასტაბილურია და მუდმივად მედიკამენტებით მკურნალობის ქვეშაა. გატაცებულის დედის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი შვილი რეგულარულად არ მიიღებს სპეციალურ მედიკამენტებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.


გატაცებულის დედის თქმით, ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორჯერ განხორციელდა სატელეფონო ზარი: ერთხელ ქალბატონი ესაუბრა, მეორედ მამაკაცი. ორივე მათგანმა გატაცებულის დედას შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ 50 000 რუსული რუბლი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი შვილის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ.


გატაცებულის დედის ინფორმაციით, სატელეფონო ზარის ავტორებმა ისიც განუცხადეს, რომ მისი შვილი საკმაოდ აგრესიულია, ცუდ მდგომარეობაშია და მილიციის განყოფილებაში თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რის გამოც 2 000 რუბლის სანაცვლოდ 50 000 რუბლის გადახდა მოითხოვეს. გატაცებულის ოჯახი სოციალურად დაუცველია და როგორც ისინი აცხადებენ, 50 000 რუბლის კი არა, ერთი ლარის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016