„საკვირაო": 2013 წლის ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ქალბატონი ლიკა ლაბაძეა
წლის ქალბატონისა და მამაკაცის დასახელება ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. გაზეთმა „საკვირაომ" ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ყველაზე მომხიბვლელი ქალი და მამაკაცი გამოვლინდა. საზოგადოების აზრით, 2013 წლის ყველაზე ლამაზი ქალბატონი ლიკა ლაბაძეა, მეორე ადგილზე შორენა ბეგაშვილი გავიდა, მესამეზე - ნანკა კალატოზიშვილი. მომხიბვლელი ქალბატონების რეიტინგის შეფასება სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა ყაზბეგმა შეაფასა:
„ლიკა ლაბაძე ძალიან ლამაზი გოგონაა, ასევე მშვენიერი ქალბატონები არიან შორენა ბეგაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი, ამ უკანასკნელს იდეალური პროპორციები აქვს, თუმცა ჩემთვის ყველაზე დახვეწილი და ლამაზი ქალბატონი მაკა ასათიანია. სიაში სიამოვნებით შევიყვანდი ლიკა ქორქიასაც. საერთოდ, კრიტერიუმები, რომლითაც მოდელებს აფასებენ გადმოსულია რეალურ ცხოვრებაშიც. ზედმეტი სიგამხდრე აქტუალური აღარ არის, მთავარია ქალი იყოს მომხიბვლელი, შარმიანი, რაც ამ ქალბატონებს არ აკლიათ",- განაცხადა მან.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)