ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელად ახალი დირექტორი აირჩიეს. კლუბის დირექტორობის თანამდებობაზე ვახტანგ ქორიძე და ოთარ ფედიჩკინი იყვნენ წარდგენილნი. საკრებულოს დეპუტატებმა ბიულეტენების საშუალებით ღია კენჭისყრაზე 13 ხმით ოთარ ფედიჩკინი აირჩიეს, ხოლო 6 ხმა ვახტანგ ქორიძემ მიიღო. 27 წლის ოთარ ფედიჩკინი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელი იყო. ის ასევე თამაშობდა უკრაინულ და თურქულ კლუბებში. ფედიჩკინის განცხადებით, ის პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.
"მრავალი წელი გამიტარებია ჩემს გუნდში, ახლა ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირჩიეს და ბედნიერი ვარ. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ გუნდი წინ წაიწევს და უფრო მეტი მაყურებელი მოვა საგულშემატკივროდ. პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დავიწყებ", - აღნიშნა ოთარ ფედიჩკინმა.