reportiori.ge - პარლამენტი 1 300 000 ლარის ღირებულების ავეჯის შესაძენად ტენდერს აცხადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:57
საზოგადოება
პარლამენტი 1 300 000 ლარის ღირებულების ავეჯის შესაძენად ტენდერს აცხადებს
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 12:52

საქართველოს პარლამენტი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობისთვის ახალი ავეჯის შეძენას 1 300 000 ლარად გეგმავს. სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად  ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, საოფისე, სათათბირო, კომპიუტერისა და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან-ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, პარლამენტი ორი ტყავის გორგოლაჭიანი და 800 უგორგოლაჭო სავარძლის შეძენას აპირებს.

სავარძლებზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ სამწლიანი გარანტია, დივნებზე და ავეჯზე - არანაკლებ ხუთწლიანი გარანტია, საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა ნაკლის აღმოჩენიდან არა უგვიანეს 3 კვირისა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელიც წარმოადგენს, მსგავსი მიწოდების გათვალისწინებით, მინიმუმ სამ დადებით რეკომენდაციას და, რომელსაც წინადადების წარდგენის დღისთვის უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 500 000 ლარის საერთო ბრუნვა.

სატენდერო წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016