reportiori.ge - კოლორადოში მარიხუანას შესაძენად რიგები დგას (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:43
მსოფლიო
კოლორადოში მარიხუანას შესაძენად რიგები დგას (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
06 იანვარი, 2014. 18:08

კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის ერთ-ერთ ბარში, მარიხუანის მწარმოებლებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. მომხმარებლებმა კი იქვე, კანონიერად შეიძინეს მოსაწევი, რაც კოლორადოში პირველად მოხდა. პირველი, ვინც მარიხუანა შეიძინა, შონ აზარტი იყო. აზარტი ერაყის ომის ვეტერანია და ამბობს, რომ სტრესის შემდგომი დეპრესია აქვს. მან მარიხუანა ამ სიმპტომების საწინააღმდეგოდ შეიძინა. „მე ვიყენებ არასამედიცინო დანიშნულებს კანაფს, რათა შევიმსუბუქო სტრესის შემდგომი დეპრესიით გამოწვეული მდგომარეობა. ეს ნაბიჯი სხვა შტატებსაც დაეხმარება, რომ მათაც გაუწიონ ვეტერანებს  დახმარება", - ამბობს შონი.  წელს ვაშინგტონის შტატშიც იგივე იგეგმება. გასულ თვეს, ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კანონით დაუშვეს მარიხუანის წარმოება და გაყიდვა.კანონის მიხედვით, მარიხუანას შეძენა ნებისმიერ 21 წლის და უფროს პირს შეუძლია. იმ დროს, როდესაც აშშ-ს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ახალ წელს ხვდებოდა, კოლორადოში შტატის გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ, ამიტომ ამ დღეს ამიერიდან მწვანე ოთხშაბათს უწოდებენ. კოლორადოს მასშტაბით რეკრეაციული მარიხუანას გამყიდველი 30 მაღაზია გაიხსნა, აქედან 18 დენვერში ფუნქციონირებს. გასულ კვირას სულ 136-მა მაღაზიამ მიიღო მარიხუანას გაყიდვის ლიცენზია, მაგრამ უმრავლესობა ამ დროისთვის ადგილობრივი მთავრობისგან საბოლოო თანხმობას ელოდებოდა. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ლეგალიზებისთანავე ლიცენზირებულმა მაღაზიებმა მილიონი დოლარის ოდენობის მარიხუანა გაყიდეს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016