reportiori.ge - BBC: სოჭის დახურული ზონა საქართველოსგან მოხლეჩილ ტერიტორიამდე- აფხაზეთამდე აღწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:36
მსოფლიო
BBC: სოჭის დახურული ზონა საქართველოსგან მოხლეჩილ ტერიტორიამდე- აფხაზეთამდე აღწევს
ავტორი:
07 იანვარი, 2014. 14:12

„ბი ბი სი"-ს რუსული სამსახური სოჭის მოახლოებული ოლიმპიადის შესახებ წერს.

სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ამოქმედდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე იმოქმედებს. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც უსაფრთხოების ზომებს არეგულირებს, ითვალისწინებს დახურული ზონის შექმნას, რომელში მოხვედრაც სამსახურებრივი საჭიროების გარეშე შეუძლებელი იქნება."- წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ დახურული ზონა, სადაც კონტროლი გამკაცრებული იქნება აფხაზეთამდე აღწევს.

„დახურული ზონის საზღვრები ზედმიწევნით არის გაწერილი:  მისი ერთი ნაწილის ტერიტორია ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის და აღწევს საქართველოსგან მოხლეჩილ ტერიტორიამდე-  აფხაზეთამდე."- წერს  "ბი ბი სი."   სააგენტოს  ინფორმაციით, ასევე შეიქმნება კონტროლირებადი ზონები, სადაც მოხვედრა მხოლოდ პოლიციის შემოწმების გავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

სოჭში შესვლის კონტროლს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს.
არაადგილობრივი ტრანსპორტისთვის შესვლა დახურულია, გამონაკლისი დაშავებულია მხოლოდ საგანგებო სამსახურების მანქანებისთვის და იმ ავტომობილებისთვის, რომელთაც საჭირო აკრედიტაცია გაიარეს.


7 იანვრიდან ყველა განყოფილება, რომელიც სტუმრებისა და ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, საბრძოლო მორიგეობაზე გადადის. გადაიფარება ყველა ობიექტი, ამუშავდა კოსმოსური მონიტორინგის სისტემა." - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი  ვლადიმერ პუჩკოვი.


გამკაცრებული კონტროლი  სოჭში 21 მარტამდე იმოქმედებს. 

ოლიმპიური თამაშები სოჭის ოლიმპიური სტადიონზე 7 თებერვალს, მოსკოვის დროით 20:14 საათზე გაიხსნება. 


შეგახსენებთ, რომ თვითაღიარებული დაჯგუფების „იმარატა კავკაზის" ლიდერმა, დოკუ უმაროვმა რამდენიმე თვის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თანამოაზრეებს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლისკენ მუწოდებს.




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016