reportiori.ge - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მისი ბიძა ძაღლებს შეაჭამა, ხუმრობა აღმოჩნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:27
მსოფლიო
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მისი ბიძა ძაღლებს შეაჭამა, ხუმრობა აღმოჩნდა
ავტორი:
07 იანვარი, 2014. 16:17

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა  კიმ ჩენ ინმა მისი ბიძა ძაღლებს შაჭამა ხუმრობა აღმოჩნდა.


„აღნიშნული ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საკუთარი ბიძა მშიერ ძაღლებს შეაჭამა  მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონურ  გაზეთში  „Wen Wei Po" -ში ერთ-ერთმა იუმორისტმა  ბლოგი დაწერა."- წერს პროგრამისტი  ტრევორ პაუელი.


პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ ჩან სონ ტეხი,  ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძა  და კორუფციაში ეჭვმიტანილი ხუთი ბრალდებული 120 მშიერ ძაღლს დააგლეჯინეს „ფხენიან ჩოი სენხუს" იაპონურ საიტზე „Tencent Weibo" -ზე 2013 წლის 11 დეკემბერს გაჩნდა. შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ასევე იაპონურმა გაზეთმა Wen Wei Po-მ გამოაქვეყნა. თუმცა გამოცემამ არ დააკონკრეტა, რომ ბლოგერი „ფხენიან ჩეი სენხუ" ჩრდილოეთ კორეის მიმართ თავისი სატირული გამონათქვამებით ცნობილია.


პაუელი ასევე ხაზს უსვამს, რომ ასეთი სახის ინფორმაციების  გავრცელება  ბლოგერისათვის უცხო არ არის.


ჩრდილოეთ კორეის ლიდერის,  კიმ ჩენ ინის მიერ მისი ბიძის საშინელი სახით დასჯის შესახებ ცნობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. თუმცა  ქვეყნის სამართალდამცველმა ორგანოებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ ასეთი სახის სასჯელი კორეის  სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისთვისაც კი ზედმეტია.


ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ კორუფციაში ბრალდებულებს ფხენიანში, სახელმწიფო უსაფრთხიების სამინისტროს ეზოში „ზენიტის" ტყვიამფრქვევით  უსწორდენოდნენ. 


ქვეყნის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული სახით შრომის პარტია იმ ფრაქციის წევრებისგან თავისუფლდება, რომლებიც ქვეყნის მთლიანობას საფრთხეს უქმნიან. 


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016