reportiori.ge - "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:50
საზოგადოება
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 15:16

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის მფლობელები იცვლებიან, განცხადებით ეხმაურებიან . 
"რეპორტიორი"  ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 
"მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელები შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -ის დაარსების დღიდან 2004 წლის 18 ივნისამდე, ვიყავით კომპანიის 60% -ის მფლობელები. 2004 წლის ივნისში, იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში კომპანია მრავალჯერ გადაფორმდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ "რუსთავი 2"-ის დაბრუნების პროცესი. 
საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი",
- აღნიშნულია განცხადებაში 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016