reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: გასული ათი წლის უმეტესი დრო მსოფლიოს გარშემო ფრენაში გავატარე და თან რაღაცებიც ჩამქონდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:03
ყვითელი
მიხეილ სააკაშვილი: გასული ათი წლის უმეტესი დრო მსოფლიოს გარშემო ფრენაში გავატარე და თან რაღაცებიც ჩამქონდა
ავტორი:
08 იანვარი, 2014. 22:15

ჟურნალი „ტაბულა" 133-ე ნომერში სტატიას სათაურით „წერილები სანტას" აქვეყნებს. ჟურნალში სხვა ცნობილ ადამიანთა შორის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილიც მოხვდა. გთავაზობთ ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც იუმორის სტილშია დაწერილი.


ახლა ვხვდები, რომ გასული ცხრა წლის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც უფრო ჯიუტი ვიყავი, ვიდრე დამჯერე. ჩვენ ახალგაზრდა და გამოუცდელი გუნდი ვიყავით, შეცდომებს კი ყველა უშვებს. მინდა გითხრა, რომ ბოდიშს ვიხდი, თუ რომელიმე ელფს ვაწყენინე, ან რომელიმე ელფი რეფორმების პროცესს ემსხვერპლა. და მაინც, ჩვენ შევცვალეთ ქვეყანა და ახლა საქართველო მსოფლიო ბანკის შობის კეთების სიადვილის ინდექსის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.


შენ იცი, რომ რაც თანამდებობა დავტოვე, შესაფერისად მაღალ თანამდებობას ვეძებ საერთაშორისო ურთიერთობებში. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ, ენეგრიით სავსე და სანამ საქართველოს მოვენატრებოდე, რამე უნდა გავაკეთო. ამიტომ მორიდებით მოგმართავ წინადადებით, პენსიაში გახვიდე და მართვის სადავეები ვინმე უფრო ახალგაზრდას, უცხო ენების და კომპიუტერის მცოდნეს დაუთმო. ვფიქრობ, ძალიან იღლები, თან რაღაც საბჭოურია მთელ ამ შენს საქმიანობში: ერთი მხრივ, ხალხს არაფრის კეებაში რაღაცას აძლევ და, მეორე მხრივ, შუაღამისას დაუპატიჟებლად ესტუმრები ხოლმე სახლში.


ამ ახალი როლისთვის სავსებით მზად ვარ, თან ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი მარმუნებს, ციგა გარანტირებულად იქნება რუსული რადარისგან დაცულიო. ფაქტობრივად, სანტას როლის შესასრულებლად კარგა ხანია ვემზადები - გასული ათი წლის უმეტესი დრო მსოფლიოს გარშემო ფრენაში გავატარე და თან რაღაცებიც ჩამქონდა (ჩემს შემთხვევაში, განცხადებები და სიტყვით გამოსვლები საჩუქრების ნაცვლად); გარდა ამისა, ვერავინ დამწამებს, რომ მხიარული არა ვარ.


გთხოვ, დაფიქრდი ჩემს შემოთავაზებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ზარს კი ველოდები, მაგრამ სამშაბათამდე შემიძლია გადავდო.


ჰა-ჰა-ჰა!

მიშა".


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016