reportiori.ge - ვანო მერაბიშვილი: მინისტრობის დროს მეც საათობით ვადგენდი სიას და მერე ვარკვევდი ვინ იყო დამჯერე და ვინ ჯიუტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:04
ყვითელი
ვანო მერაბიშვილი: მინისტრობის დროს მეც საათობით ვადგენდი სიას და მერე ვარკვევდი ვინ იყო დამჯერე და ვინ ჯიუტი
ავტორი:
08 იანვარი, 2014. 22:20

ჟურნალი „ტაბულა" 133-ე ნომერში სტატიას სათაურით „წერილები სანტას" აქვეყნებს. ჟურნალში სხვა ცნობილ ადამიანთა შორის ექს-პრემიერის, ამჟამად პატიმრობაშ მყოფი ვანო მერაბიშვილის წერილიც მოხვდა. გთავაზობთ ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც იუმორის სტილშია დაწერილი.


მართალია, პირადად არასდროს შევხვედრივართ რთმანეთს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დიდი ხანია გინცობ (და იმიტომ არა, რომ მრავალი წელი შენს ტელეფონს ვუსმენდით). ვფიქრობ, რაღაც ასპექტში სულიერი მეგობრებიც კი ვართ. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მეც საათობით ვადგენდი სიას და მერე ვარკვევდი ვინ იყო დამჯერე და ვინ ჯიუტი. ჩემს სიაში თითქმის ყველა ჯიუტი აღმოჩნდა.  


ჩემი ციხის საკნიდან ადვილი იქნებოდა საახალწლო სურვილების გრძელი სიის ჩამოწერა: უკეთესი ტელევიზორი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ სეირნობის შესაძლებლობა.  მაგრამ რაღაც ნამდვილად მენატრება, ეს ჩემს მეგობრებთან ყოფნაა.


რადგან ვიცი, რომ ჩემი განთავისუფლება შენს ძალებს ალბათ აღემატება, იმის გაკეთებას მაინც ხომ ვერ შეძლებდი, რომ ჩემი ძველი მეგობარი  მიშა რაღაც ხნით ჩემთან იყოს? ერთადერთი, რაც ამისთვის უნდა გააკეთო, მიშას აეროპორტში მიყვანაა, იქიდან კი, ვფიქრობ, ამ საქმეს ჩემი შემცვლელები სამინისტროში თვითონ გაართმევენ თავს", - წერია წერილში.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016