reportiori.ge - ესტონეთის უმდიდრესი ადამიანი საქართველოში ოთხ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:46
ეკონომიკა
ესტონეთის უმდიდრესი ადამიანი საქართველოში ოთხ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს
09 იანვარი, 2014. 13:09

 

ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც ახლახან ესტონურმა ბიზნეს-გამოცემა Äripäev-მა ესტონეთის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, აცხადებს, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში 200 მილიონ დოლარიან ინვესტიციას განახორციელებს.

ამის შესახებ ბიზნესმენმა ესტონურ გამოცემას, Eesti Päevaleht - გუშინ განუცხადა.

საქართველო საუკეთესო ადგილია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირებისთვის, რამდენადაც ამ ქვეყანაში 26 ათასი მდინარეა, რომლებიც მთებში იღებენ სათავეს“, -  განაცხადა ოსინოვსკიმ.

ბიზნესმენის თქმით, მისი კომპანია ააშენებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს, რომლებიც 100 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ წლიურად. თავად პროექტი კი, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდება.

ესტონეთში არ არის შესაძლებლობა, ამხელა თანხის ინვესტირება განახორციელო“, - განაცხადა ოსინოვსკიმ, რომლის ქონება 300 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ოსინოვსკის მფლობელობაშია კომპანიები: Skinest Rail, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებს ახორციელებს და წარმომადგენლობა აქვს საქართველოშიც. ასევე, Spacecom AS, რომელიც ვაგონ ცისტერნების ლიზინგს ახორციელებს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016