reportiori.ge - „სოკარი“ აზერბაიჯანულ საწვავს აღარ ყიდულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:39
ეკონომიკა
„სოკარი“ აზერბაიჯანულ საწვავს აღარ ყიდულობს
09 იანვარი, 2014. 13:11

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად აზერბაიჯანმა საქართველოში საკუთარი წარმოების ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა.   

SOCAR Petrolium Georgia-ს გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს: მისი თქმით, კომპანია საწვავს რუმინული RomPetrol-სგან ყიდულობს. ამის მიზეზად მამედოვი ასახელებს იმ ფაქტს, რომ  ბოლო პერიოდში აზერბაიჯანს ბენზინის ექსპორტის რესურსი არ გააჩნია და ადგილობრივი სახელმწიფო ნავთობკომპანია ბენზინს მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის აწარმოებს.

მაირ მამედოვის განცხადებით, რუმინულმა ბენზინმა ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანული ბენზინი გააძევა.

SOCAR Petrolium Georgia-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით,  გასულ წელს SOCAR Petrolium Georgia-მ რუმინული  RomPetrol-სგან 80-90 ათასი ტონა ბენზინი შეიძინა.

როგორც commersant.ge წერს, გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად აზერბაიჯანმა საქართველოში საკუთარი ნედლეულით წარმოებული  საავტომობილო ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა.

სტატისტიკის მიხედვით აზერბაიჯანის „ევრო-2"-ის სტანდარტის ბენზინი რუმინული „ევრო-5" და „ევრო-6"-ის სტანდარტის ბენზინმა შეცვალა, წერს  აზერბაიჯანული გამოცემა.

2013 წლის დეკემბერში SOCAR-მა  52 ტონა საავტომობილო ბენზინის ექსპორტი განახორციელა, რაც 38-ჯერ ნაკლებია ვიდრე 2012 წელს განხორციელებული ექსპორტი. ამასთან, SOCAR-მა 2013 წელს ექსპორტზე გაიტანა ბენზინი, რომელიც ყაზახური ნავთობპროდუქტებისაგან იყო დამზადებული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016