გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვართან, ბასილ მკალავიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას ანტიმართმადიდებლური ორგანიზაციების მფარველობაში ამხელს.
„დაახლოებით 4 თვის წინ ინტერვიუში განვაცხადე, რომ მაისში ღვთისმგმობი რამ მოხდებოდა. გიგა ბოკერია, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი, რომელსაც ბოროტების მეტი არაფერი უკეთებია ერისთვის, ახლა თუ უზნეო ე. წ. საზოგადოების მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში, ვერ წარმოვიდგენდი. ამჟამად ბოკერიასა და მისი ცოლის მიზანი იყო, საქართველოში დიდი პროვოცირება გამოეწვიათ. კერძოდ, ჩაეტარებინათ მამათმავლების, ლესბოსელებისა და სხვა ჯგუფების ზნედაცემულთა აღლუმი, შემდეგ კი წარედგინათ მოთხოვნა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობის“ ოფისში დაიგეგმა ყველაფერი. მათი დიდი სურვილით, „სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს თუ მსხვერპლი იქნება“. ამით შეილახებოდა ახალი მთავრობის იმიჯი მსოფლიოს წინაშე.
ისმის კითხვა: სანამ უნდა მფარველობდეს ბოკერია ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციებს? ციხის ბუნტის დროს 8 პატიმრის სიკვდილი მის კისერზეა. ამ შემთხვევაში, ჩვენდა საბედნიეროდ და მათდა სამწუხაროდ, პოლიციის პროფესიული ქმედებით ყოველივე უმსხვერპლოდ დამთავრდა, რამაც წონასწორობა დააკარგვინა ბოკერიას, რამეთუ მისი დირექტივებით არ წარიმართა პროცესი.
ლგბტ-ს წევრები პოლიციამ განარიდა იქაურობას და ზემო ფონიჭალისკენ წაიყვანა. ჩვენი მრევლის წარმომადგენელი შეესწრო, ერთ-ერთი მათი აქტივისტი როგორ ეკითხებოდა ბოკერიას, - ბატონო გიგა, ახლა რა გავაკეთოთო. ეტყობა, ბოკერიამ ანიშნა, პუშკინის ქუჩით ადითო, რაც მათ გააკეთეს კიდეც. ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა დაფიქსირებულიყო მსოფლიოს დასანახად მათი მსვლელობა. ქართველი ერის ერთსულოვნებამ ეს არ დაუშვა. ბოკერიას გეგმით, მათ რუსთაველის პროსპექტი უნდა გამოევლოთ და თავიანთ გარყვნილ წარმოდგენას დაასრულებდნენ მთავრობის სახლის წინ, იქ, სადაც 9 აპრილს ნიჩბებით დაჩეხილი ადამიანების სისხლი დაიღვარა. ღვთის განგებით, მათ ვერაფერი მოახერხეს. მსხვერპლიც არ იყო. დღის ბოლოს, ბოკერიას ბრძანებით, ჩვენს მრევლში შემოგზავნეს სამი პიროვნება. სამთავეს ყველგან საყურეები ეკეთათ, ენაზეც კი. ისინი მრევლთან კონფლიქტში შედიოდნენ. იქ იდგნენ სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც მათ მიაგეს საკადრისი, ხოლო პოლიციამ ისინი მეტროში შეიყვანა და გააპარა. ეს კადრები ტელევიზიით იხილა საზოგადოებამ.
კატეგორიულად მოვითხოვ, ამდენი არეულობისა და ბოროტების ჩამდენი ბოკერია ჩამოშორდეს საზოგადოებას. იგი უნდა დააპატიმრონ, რათა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბევრ უსიამოვნებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს ის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)