reportiori.ge - ალია: უმრავლესობაში ან კარგად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ან „რესპუბლიკელების“ გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამენ წყალს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:40
მედია
ალია: უმრავლესობაში ან კარგად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ან „რესპუბლიკელების“ გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამენ წყალს!
ავტორი:
10 იანვარი, 2014. 17:10

„რა არის მორიგი შეთქმულება „რესპუბლიკელების" მონაწილეობით? შეიძლება ასეც ითქვას  - მორიგი შეთქმულება არის „ნაციონალების" გადასარჩენად და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ჩასაძირად" - გაზეთი „ალია" აქვეყნებს ვრცელ წერილს „რესპუბლიკური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტში „იატაკქვეშა მუშაობის" თაობაზე.

„შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის მოდელის ამოქმედება გამოძიებას დააზარალებს. იზორიასგან განსხვავებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საქართველოში ბოლშევიზმის დაბრუნებას, როცა მოწმეებს პროკურატურაში აწამებდნენ და როცა ისინი დენის გატარებით ჩვენებას აძლევდნენ."

სტატიის ავტორი წერს, რომ აქ თანხვედრაში მოდის კოტე კუბლაშვილის, არასამთავრობოებისა და „რესპუბლიკური პარტიის" ინტერესები.

„კოტე კუბლაშვილი აცხადებს, თუ ეს ნორმა ამოქმედდა სასამართლოს პრობლემა არ ექნებაო. რა პრობლემაზე საუბარი? პირიქით, თუ ასე მოხდება კოტე სიხარულისგან შეხტება და შემოტრიალდება, მის გარეშე დამნაშავე „ნაციონალებს" ბუზსაც ვერავინ აუფრენს!" - წერს ავტორი.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

„როგორც ჩანს უმრავლესობაში ან კარგად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, ან კიდევ „რესპუბლიკელების" გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და ნებსით თუ უნებლიედ „ნაციონალების" წისქვილზე ასხამენ წყალს".

სტატიის ავტორი დასძენს, რომ ქართველი ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ანუ დამნაშავეების დასჯას და თუკი მოწმის დაკითხვაც კოტე კუბლაშვილის პრეროგატივა გახდება, მაშინ ვერც სამართლიანობა აღდგება და ვერც დამნაშავეები დაისჯებიან.


(გელა ზედელაშვილი. გაზეთი „ალია")


                                                                                                                                                                                                                                 (მოამზადა ანა ნოდიამ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016