ინტერნეტში, სავარაუდოდ, მარიამ კოჩილაძის მკვლელობაში ბრალდებულის, მუჰამედ ამინ როოინტანის მცირე რეზიუმე ვრცელდება. საუბარია „სტუდენტთა პრესასთან თანამშრომლობის" ორგანიზაციაზე. როგორც ჩანს, მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ირანის მოქალაქეა, მწერლობითა და ცურვით ინტერესდებოდა. მუჰამედი თავის თავს აღწერს და საკონტაქტო წყაროსაც უთითებს. განცხადება სამი წლის წინ არის გამოქვეყნებული. „რეპორტიორი" განცახდების შინაარს გთავაზობთ.
„მუჰამედ ამინ როოინტანი
მე არ ვარ პროფესიონალი მწერალი, მაგრამ ვფიქრობ რომ აუცილებელია შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ საქმესთან, სწორედ ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ჩემი „პრესასთან სტუდენტური თანამშრომლობა" წარმატებული იყოს.
ძალიან მაინტერესებს საბავშვო წიგნები, რომანები, ნოველები, ბიოგრაფიები. ვცდილობ მეტი ვწერო.
მე ვარ 26 წლის, ირანის მოქალაქე. მიყვარს წყალი და ირანის „მოყვარულ მცურავთა ასოციაციის" წევრი ვარ.
ჩემი დიდი სურვილია რომ სხვადსხვა ქვეყნებში მოხალისედ ვიმუშაო. ვიმედოვნებ თურქეთში მოგზაურობა დამეხმარება, რათა კარგად გავიცნო ხმელთაშუა ზღვის კვვიდრი მოსახლეობა.
საკონტაქტო ინფორმაცია: roointan.2010@yahoo.com
mohamadaminroointan@gmail.com"
შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის კოორდინატებს, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ბათუმის ბულვარში სამართალდამცველებმა 16 წლის მარიამ კოჩალიძის ყელგამოჭრილი გვამი იპოვეს, რომელსაც ზედ დიდი ქვა ედო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონას მკვლელი სწორედ ზემოაღნიშნული პიროვნება, მუჰამედ ამინ როოინტანია. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მარიამი მკვლელს იცნობდა და მასზე თავის დღიურში ჩანაწერებსაც აკეთებდა. მკვლელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.