reportiori.ge - „ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკაში მოღვაწე ქორეოგრაფს, ირინა ციქურიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:43
კულტურა
„ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკაში მოღვაწე ქორეოგრაფს, ირინა ციქურიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის
ავტორი:
12 იანვარი, 2014. 17:27

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ქართველ ქორეოგრაფზე სტატიას აქვეყნებს 
შექსპირი მარტო სიტყვა არ არის, მისი ამეტყველება მოძრაობითაც შეიძლება - გავლენიანი გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ამერიკაში მოღვაწე ქორეოგრაფს ირინა ციქურიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში სათაურითBackstage: At Synetic, learning the Lindy hop for the sake of Shakespeare“ აღნიშნულია, რომ ქართველი ქორეოგრაფი ირინა ციქურიშვილი შექსპირისმეთორმეტე ღამეშიიცეკვებს. წარმოდგენა ვაშინგტონში, სინეთიკის თეატრში შედგება, რომელიც ირინამ თავის მეუღლესთან, რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან ერთად 2001 წელს დაარსა. 
პიესის ვიზუალური თხრობისას, პაატა ციქურიშვილი მუნჯი კინოს კანონების, ჩარლი ჩაპლინის ესთეტიკისა და გამომსახველობითი ხერხების გავლენას განიცდის“ - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ პიესის მოქმედება 1920-იანი წლების ამერიკაში ხდება, შესაბამისად, ვიოლას როლის შემსრულებელს, ირინა ციქურიშვილსლინდი ჰოპისურთულესი ილეთების შესწავლაც მოუწევს.

თუმცა, ეს რთული არ იქნება იმ დასისთვის, რომლის კონცეფციაც სხვადასხვა თეატრალური ჟანრისა თუ ქორეოგრაფიული მიმდინარეობის სინთეზს ემყარება, და რომლის მსახიობებიც რთულ საცეკვაო მოძრაობებს ხშირად პირდაპირ Youtube პორტალზე ატვირთული ვიდეოებიდან სწავლობენ, მაგრამ ისე ამდიდრებენ, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ჟანრობრივი სტატუსის განსაზღვრა- აღნიშნულია სტატიაში.

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016