reportiori.ge - სიმართლე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:16
პრეს-დაიჯესტი
სიმართლე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ!
ავტორი:
14 იანვარი, 2014. 22:50

ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია? რა იცის ექსპრემიერის გარდაცვალების შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა? რატომ დუმან ჟვანიას მეგობრები? რეალურად, რომელი "სიმართლისთვის" იბრძვის გოგლა ჟვანია? რა ვერ გამოიძია და რის მიღწევას ცდილობს "ოცნების" პროკურატურა? როგორია სააკაშვილის როლი ჟვანიას "საქმეში"? კითხვები ჟვანიას "საქმეზე" ბევრად მეტია, ვიდრე ზემოჩამოთვლილი. თუმცა ამ საქმის გახსნა იყო ერთ-ერთი დაპირება, რომელსაც ახალი ხელისუფლება ამომრჩეველს ჰპირდებოდა.

ამბავს, რომელსაც ქვემოთ მოვყვებით, "პრემიერს", როგორც თავად ამბობს, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ საკმაოდ ინფორმირებული წყარო მოუყვა. ის აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ზურაბ ჟვანიას სახელისთვის ჩრდილის მიყენების მსურველებმა სამართლიანობის საფარქვეშ საზოგადოებას ათასი ბინძური ვერსია მიაწოდეს, რამაც მას სიმართლის თქმისა და ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმეში არსებულ ლაქებზე განმარტების გაკეთების სურვილი გაუჩინა. ამ ვერსიის მოსმენის შემდეგ, ბატონ გოგლა ჟვანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. ქალბატონმა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე დეტალურად მოუყვნენ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი ბიძინა ივანიშვილს. უფრო სწორად იმ გადაცდომების შესახებაც კი უამბეს, რაც ამ საქმეშია. სწორედ ამიტომ იყო გულისამრევი ის განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ საქმე უნდა გამოიძიონ. ნამდვილად არ მინდა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, მაგრამ ფაქტია- თუ ივანიშვილის ბოლოდროინდელ "აღიარებით" ჩვენებებს დავეყრდნობით იმის შესახებ, როგორ ატყუებდა "ნაციონალურ" ხელისუფლებასთან ერთად, თანაც არაერთხელ, საზოგადოებას თავის ეპისტოლარულ ურთიერთობებში, ცხადი ხდება, რომ  ჟვანიას საქმეს "პედალირება" მას პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა და ჯერაც სჭირდება. არადა მან იცის სიმართლე, რომ ჟვანია არავის მოუკლავს.

რა არის სიმართლე?

- გია ბარამიძე, რომელიც პირველი იგებს მეგობრის დაღუპვის ამბავს, უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. გაითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქიკური და ემოციური პორტრეტი. ის ვარდება შოკში და ყვირის- "არა! ტყუილია! გეშლება რაღაც. როგორ? ეს შეუძლებელია!" პრეზიდენტი გამოდის შავნაბადის რეზიდენციიდან, ჯდება მანქანაში- საჭესთან, უკან მოსდევს დაცვა, ქოქავს მანქანას და ეშვება თბილისისკენ. ერთ-ერთ მოსახვევში ის ვერ იმორჩილებს საჭეს და ეჯახება ხეს. დაცვას გადმოჰყავს მანქანიდან, დაზიანებული აქვს ნეკნები, მკლავი, თავი. დაცვა სვამს მანქანაში და სურს, მიაბრუნოს უკან...

ამასობაში "ელიტა" შეკრებილია. მისაღებია გადაწყვეტილება- რა ვქნათ? ჩნდება მოსაზრება, რომ ეს ფაქტი დაანგრევს ხელისუფლებას, საზოგადოებაში გააჩენს აგრესიას და ..

სააკაშვილი კატეგორიულად ითხოვს, რომ არავითარი "ბინა", არავითარი "გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა". ახსენებს ჟვანიას ოჯახს, შვილებს და არაფრის მოსმენა არ უნდა. ის მოითხოვს, რომ ბინიდან გამოიტანონ ცხედრები და გარდაცვალების მიზეზი იყოს ნებისმიერი სხვა რამ- გული, ინსულტი... მხოლოდ არა კონსპირაციული ბინა.

მერაბიშვილმა დასვა კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: კარგი, მიშა, ვთქვათ, ჩვენს ექსპერტიზას დავაწერინეთ ის, რაც გვინდა- გული, ინსულტი, ნებისმიერი რამ. მაგრამ ხომ ცხადია, რომ გარდაცვლილია პრემიერ-მინისტრი, გამოძიებაში ჩართვას მოითხოვს "FBI". ვთქვათ და ავუხსენით მათაც, რატომ გავაკეთეთ ეს. მაგრამ ვიღაც ექსპერტის ენას სად ვდიოთ წლების განმავლობაში- ვინ როდის მოაღებს პირს?

აქვე ადეიშვილი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ გაგუდვისას გარდაცვლილისა და გულით ან ინსულტით დაღუპულის ვიზუალური სტრუქტურა სხვადასხვაა, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეამჩნევს და ეს უფრო მეტ კითხვას გააჩენსშესაბამისად, სწორედ ეს კითხვები გახდება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატივის ზრდის განმსაზღვრელი და სააკაშვილსა და მის მთავრობას პრემიერის მკვლელის იარლიყის ტარება მოუწევს. ეს იქნება ცუდი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეპუტაციას შეულახავს მთავრობას ქვეყნის გარეთაც და განსაკუთრებით აშშ-ის თვალში.

ირაკლი ოქრუაშვილი მართალს ამბობს- ჟვანიას ცხედარი საბურთალოს #53-ში მიიტანეს. ალბათ, კარგად გახსოვთ ბატონი თემურ შაშიაშვილის მიერ საქართველოდან გადახვეწილ ერთ ქალბატონზე აპელირებაც, რომელიც აცხადებდა, რომ მას და მის მეუღლეს მართლაც შეეფეთნენ ადამიანები საბურთალოს #53-ის სახლის სადარბაზოში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბინაში ჟვანიას ცხედარი შეჰქონდათ. დიახ, ისინი მართლები არიან. უბრალოდ, იმ ქალბატონისგან განსხვავებით ირაკლი ოქრუაშვილი ნახევარ სიმართლეს ამბობს. ეს ცხედრები ამ ბინიდან გაიტანეს და მერე ისევ დააბრუნეს.

რატომ, რა საჭირო იყო?

- ეს შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ გაკეთებულა ჟვანიას საწინააღმდეგოდ. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ხომ იყო დაპირისპირება მიშას და ზურას შორისო. გარეგნულად არ იყო. ორივემ იცოდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ. რა იქნებოდა მერე, არავინ იცის, მაგრამ მაშინ ზურას გარდაცვალება სააკაშვილისთვისაც შოკი იყო და არამარტო მისთვის.

უბრალოდ, შემდგომ მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შეძლეს მიშას დარწმუნება, რომ ნებისმიერი სხვა ვერსია, გარდა ფაქტისა, დამღუპველი იქნებოდა.

_ანუ ამბობთ, რომ სააკაშვილზე მერაბიშვილმა და ადეიშვილმა მოახდინეს ზემოქმედება?

- კი, მათ დაუსაბუთეს სააკაშვილს, რომ რეალობას აცდენილი ნებისმიერი ვერსია ფატალური აღმოჩნდებოდა ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი სვამს კითხვას- რა არის გამოსავალი? გადაწყვეტილება- ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც იყო რეალურად. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხედრები ბინაში დააბრუნეს.

- ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სხვაგან დაიღუპნენ და საბურთალოს #53-ში მიიტანეს. საუბარია იმაზე, რომ არ არის ანაბეჭდები, იმაზე, რომ გაზის კონცენტრაცია იყო არასაკმარისი ქიმიური შემოწმების შედეგად მიღებულ დასკვნაში.

გეუბნებით, ჟვანია გაზით გაიგუდა- ეს არის ფაქტი. სხვა ყველაფერი არის სისულელე. ამ ეიფორიაში ნებისმიერი "სამხილის", ვთქვათ, ფეხსაცმლის დაკარგვა, ან როგორც ბატონი გოგლა ჟვანია აცხადებს- საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში სუფრის ინსცენირება მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ გააკეთეს- შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდეს. მაგრამ კითხვა "რატომ?" მინიმუმ უზნეოა...

_ამბობთ, რომ სიმართლე იციან ჟვანიას მეგობრებმა და დავიჯერო, სიმართლე არ იცის გოგლა ჟვანიამ?

- "ჟვანიას საქმის" დეტალები იციან მისმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, ქალბატონმა ნინომ და თვით გოგლა ჟვანიამაც, რომელიც მას შემდეგ- ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური რყევების დროს- ითხოვს სიმართლის დადგენას. რატომ? მოდით, ბატონი გოგლას მორალურ, პოლიტიკურ და ბიზნესმისწრაფებებს მე ნუ განმახილვინებთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მან სიმართლე იცის.

_თუ ამბობ, რომ ყველაფერი ნათელია და სრული მასალა საქმეში დევს, მაშინ რა ვერ გამოიძია და რის მიღწევას ცდილობს პროკურატურა?

- ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერია. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც არ დავმალავ- დიახ, მე არ დავმალავ და მოგახსენებთ. "ოცნების" პროკურატურა ცდილობს, ჟვანიას საქმეზე საბრალდებო სკამზე დასვას სააკაშვილი, მაგრამ ცხადია, რომ ჟვანია არ მოუკლავთ შავნაბადაზე, არ უსვრია მისთვის სააკაშვილს საფერფლე, არც არავითარი კონფლიქტი იმ დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არ მომხდარა. "იარაღის საქმე" სიმართლეც რომ იყოს, თავად ჟვანიას დაღუპვის ფაქტთან არავითარ კავშირში არ არის. ისე, პროკურატურის მიერ "ნერგების" საქმეზე დაჭერილი ხარშილაძე- ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი რომ რეალურად ამ საქმეზეა დაკავებული, ესეც ხომ ცხადია. თუმცა პროკურატურამ მისგან სასურველი ჩვენებაც რომ მიიღოს, დაცვის სხვა წევრები დაადასტურებენ ამას? ამაზე ფიქრობენ ტვინგამოლაყებული გამომძიებლები, რომელთა მიერ პოლიტიკური შეკვეთის შესრულებას, არც მეტი, არც ნაკლები, გარდაცვლილი ზურა ჟვანიას მკვლელობა მოჰყვება

კიდევ ერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად "რატომ დუმან ჟვანიას მეგობრები?", ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარს ხათუნა გოგორიშვილს დავუკავშირდით.

 

ძალიან ეჭვი მეპარება, სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, გოგლა ჟვანიამიცოდა, ვინ იყო მისი ძმის მეგობარი და ვინ- მისი მტერი.

 

ხათუნა გოგორიშვილი: გეტყვი პირდაპირ, რომ მე ვარ ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდეა გაცნობილი ამ საქმეს. სულ სამი ადამიანი ვართ, ვინც ყველა დოკუმენტს გავეცანით. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შევიტანო გარდაცვალების ვერსიაში. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დეტალი ვიცი, რაც აქამდე იყო, და ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, სხვა რამე ვივარაუდო. გაუთავებლად მესმის, რომ გამოიკვეთა ახალი დეტალები, ახალი მოწმეები გაჩნდნენ, თუმცა ჩემთვის უცნობია ის ახალი დეტალები და ახალი მოწმეების ჩვენებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ის მასალა, რაც არსებობდა, ერთადერთი დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ, სამწუხაროდ, იყო ბევრი კომპონენტის ერთდროულად დამთხვევა- მე არ დავიწყებ ამ დეტალებზე ლაპარაკს- რამაც ზურას გარდაცვალება გამოიწვია.

მეორე მომენტი არის ის, როდის ხდება ამ საკითხის გააქტიურებაყოველთვის მაშინ, როდესაც არჩევნებია, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ტემპერატურის აწევა- საზოგადოებისთვის დაძაბული მუხტის მიწოდება. მაგრამ, ამასთანავე, არის მეორე მომენტიც- ვინ აკეთებს ამას? ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ზურას ლანძღვა-გინებით გაიკეთეს. ზოგიერთი ამით მოვიდა კიდეც პოლიტიკაში. ერთი პერიოდი მოდაში იყო, ალბათ, გემახსოვრებათ, თუ უნდოდა ვინმეს რაიმე ახალი განაცხადის გაკეთება- რომ მოდის ქართულ პოლიტიკაში- ის ატარებდა პრესკონფერენციას ზურას ლანძღვა-გინებით. ეს ადამიანები გვევლინებიან ახლა ზურას საქმის აქტიურ გამხმოვანებლებად.

_ძალიან მაინტერესებს, იცნობს თუ არა საქმეს გოგლა ჟვანია, რომელიც, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ამ საქმის გამოძიებისგანახლების ინიციატორია?

- იმ სამ ადამიანს შორის, ვინც თავის დროზე გავეცანით ამ საქმეს, გოგლა ჟვანია არ ყოფილა. იყო ზურას მეუღლე- ნინო. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მან მოყოლით იცის ყველაფერი, მაგრამ შემდგომ გაეცნო თუ არა საქმის წერილობით ვარიანტს, ეს არ ვიცი. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ- მაშინ როდესაც ჩვენ, სამ ადამიანს, ერთად გაგვაცნეს თავიდან ბოლომდე საქმის დეტალები, გოგლა ჩვენთან ერთად არ ყოფილა.

_რამდენად შეიძლება გოგლა ჟვანიას ჰქონდეს იმის საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში?

- იცით, რა? მე საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს, არ მომწონს, როდესაც უნდა გავაკეთო გარკვეული შეფასება, გოგლა ჟვანიას შესახებ, იმიტომ რომ, რაც არ უნდა იყოს, ის არის ზურას ერთადერთი ძმა. შემიძლია გითხრათ- ეჭვი მეპარება, სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, გოგლა ჟვანიამ იცოდა, ვინ იყო მისი ძმის მეგობარი და ვინ- მისი მტერი.

_თუ ჩვენს რესპონდენტს დავეყრდნობით, ზურას გარდაცვალების ღამეს ხელისუფლების მოტივაცია იყო ერთადერთი - ზურას გარდაცვალების ფაქტისთვის ჩამოეშორებინათ ზედმეტი კითხვები და თუ რამე გადაცდომა საქმეში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო. ეთანხმებით ამ აზრს?

- იცით, რა? გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე პირადად, არც იმ პერიოდში და არც ახლა არ მაინტერესებს არაფერი- არც ერთი სხვა დეტალი. ჩემთვის მთავარია ერთადერთი რამ, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი. თუმცა მე ვიცი ეს საკითხი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი და არ ვილაპარაკებ ამ თემაზე. ცხრა წელი გავიდა უკვე და ჩვენ ცხრა წელია, ვიტანთ აუტანელ ცილისწამებას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად იმსახურებს ზურა ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან 9 კი არა, 29 წელიც ავიტანოთ უარესიც.

როდესაც ეს თემა მუსირებს...

- მუსირებს არა, ხდება ამ თემით სპეკულირება! ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ზურა უყვარდათ და ან ზურას სახელს ან ზურას ხსოვნას უფრთხილდებიან და პატივს მიაგებენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულანტები და მათ არანაირი თბილი გრძნობები არ აქვთ ზურაბ ჟვანიას მიმართ. მათი მუდმივი საქმიანობა იყო ზურას დისკრედიტაცია. მათთვის არაფერი შეცვლილა, ზურა ცოცხალია თუ გარდაცვლილია, ისინი ამ საქმეს აგრძელებენ. უბრალოდ, ფორმაა განსხვავებული. 9 დეკემბერს, ზურას დაბადების დღეს, ეს ადამიანები აძლევდნენ ინტერვიუებს, იგონებდნენ, როგორი იყო ჟვანია. ამ ადამიანების დიდ ნაწილს ცოცხალიც კი არ ჰყავს ზურა ნანახი, პირადად არც შეხვედრიან და არც დალაპარაკებიან. თუ შეხვედრიან, ტკბილად მათ საუბარს ნამდვილად არ ჩაუვლია, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მაგრამ ახლა მათ ასე სჭირდებათ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. უკვე აღარაფერზე რეაქცია არ მაქვს. ზურას საიუბილეო ღონისძიებებზე ვუყურებდი, ვინ ლაპარაკობდა მასზე. არავის არ განვსჯი, არც სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი ახლა, მაგრამ ეს ადამიანები იმ საქმიანობას აგრძელებენ, რა საქმიანობითაც იყვნენ დაკავებულები, სანამ ზურა ცოცხალი იყო. ვიმეორებ, უბრალოდ, ფორმა არის ახლა განსხვავებული.

მოდით, სამართლებრივ კონტექსტში დავსვამ კითხვას- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლისსამართლის საქმეში თუ არის გადაცდომა, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ ზურას სახელი არ შებღალულიყო?

- ამ შეკითხვაზე არ გიპასუხებ. მე კიდევ იგივეს გავიმეორებ- მე ვიცნობ ჟვანიას საქმეს, რომელიც იყო მანამდე, ვიდრე ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ვიცნობ დეტალურად, როგორც გამოძიების ქართულ, ასევე ამერიკული მხარის დოკუმენტებს და თუ რაიმე ახალი მასალა აქვს გამოძიებას, ახალი მოწმეები ჰყავს- ეს არ უნდა იყოს ირაკლი კაკაბაძისნაირი მოწმე, რომელმაც თურმე თვითმფრინავში მოისმინა რაღაც, ის ჩემთვის მოწმე არ არის- წარმოადგინოს. სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ, თუ რაიმე ახალი ინფორმაცია აქვთ, გაასაჯაროონ. ადამიანებს, რომლებსაც, ასე თუ ისე, გვაინტერესებს და გული შეგვტკივა ამ საქმეზე, გვანახონ და გაგვაგებინონ. მე პირადად დავიღალე ამ სპეკულაციით.

 

( გოჩა მირცხულავა, გაზეთიპრემიერი)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016