reportiori.ge - ოპერის სოლისტები გიორგი ჟორდანიას მადლობას უხდიან, რომ მას "ვაჟკაცობა ეყო" და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:56
კულტურა
ოპერის სოლისტები გიორგი ჟორდანიას მადლობას უხდიან, რომ მას "ვაჟკაცობა ეყო" და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
ავტორი: ანა ნოდია
14 იანვარი, 2014. 22:53

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი ხვალიდან რეპეტიციებს განაახლებს. გადაწყვეტილება კოლექტივმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო. ოპერის სოლისტები გიორგი ჟორდანიას მადლობას უხდიან, რომ მას "ვაჟკაცობა ეყო" და გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 

როგორც ოპერის თეატრის სოლისტმა გოჩა დათუსანმა კულტურის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის ვინაობა ჯერ უცნობია.

ოპერის მთავარი დირიჟორის, ჯანლუკა მარჩიანოს განცხადებით, სამხატვრო ხელმძღვანელად მისი კანდიდატურა არ განიხილება და მსგავსი შეთავაზება რომც მიიღოს, არ დათანხმდება. 

შემოქმედებითმა კოლექტივმა მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება მიღებულია ხელოვნების განვითარებისა და ოპერის თეატრის მომავალი გამარჯვებებისთვის. 

მუსიკოსები ხვალ, 13:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში განთავსებულ ოპერის სარეპეტიციო დარბაზში შეიკრიბებიან, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. 


შეგახსენებთ, ოპერის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას 11 იანვრიდან ითხოვდა.

 

საკუთარი მოთხოვნები დღეს მუსიკოსებმა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე წამოაყენეს. მათი ნაწილი მინისტრისა და მათი მოადგილეების გადადგომასაც ითხოვდა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გიორგი ჟორდანიას გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები ოვაციით შეხვდნენ. 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016