reportiori.ge - ტურნირი შვიდკაცა რაგბში დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:04
სპორტი
ტურნირი შვიდკაცა რაგბში დასრულდა
ავტორი:
30 ივლისი, 2013. 19:18

ბათუმში, ანგისას სტადიონზე გამართული საქართველოს შეიარაღებულ ძალების შიდა ტურნირი შვიდკაცა რაგბიში დღეს დასრულდა. დაძაბული ბრძოლის შედეგად, პირველი ადგილი III ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები ოქროს მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.

მეორე და მესამე ადგილები IV ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების გუნდებმა გაინაწილეს. მათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

ტურნირში სულ 9 გუნდი იყო ჩართული. ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ორგანიზებით უკვე მეხუთე წელია იმართება და მასში  საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

წლევანდელ ტურნირში გამოვლენილი საუკეთესო რაგბისტებით  სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი  ქვიშის რაგბის ფესტივალში მონაწილეობას მისაღებად დაკომპლექტდება, რომლის ჩატარებაც აგვისტოში ასევე, ბათუმშია დაგეგმილი.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016