სპორტი
მიშელ პლატინი: იმედგაცრუებული ვარ, რადგან “ოქროს ბურთი” რიბერიმ ვერ მიიღო
15 იანვარი, 2014. 10:48
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან "ოქროს ბურთი" რიბერიმ ვერ მიიღო. მომდევნო წელს, კვლავაც მესი-რონალდუს დუელს ვიხილავთ და ასე კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება" - უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის მიაჩნია, რომ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი უნდა გამხდარიყო.
"ოქროს ბურთი" კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა, მეორე ადგილი ლიონელ მესიმ დაიკავა, მესამე ადგილი კი, ფრანკ რიბერის ხვდა წილად.
„გასული 50 წლის განმავლობაში, "ოქროს ბურთის" გადაცემისას მთავარი სეზონში ნაჩვენები შედეგი იყო, ახლა კი, იმას უყურებენ, თუ რას აკეთებს ფეხბურთელი ინდივიდუალურად. მიუხედავად ყველაფრისა, მესმის, რომ რონალდუმ ჯილდო დაიმსახურა", - განუცხადა პლატინიმ L'Equipe-ს.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19