ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლევან ყიფიანის ინიციატივას გამოეხმაურა. სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად სპეციალური კომისია შეიქმნება.
როგორც ცნობილია, დოპინგის გამოყენების მიღების გამო თავისუფალი სტილის ორ სპორტსმენს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაფინანსება მოუხსნა. მოჭიდავეები 2 წლის განმავლობაში ვერცერთ ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. სპეციალური კომისია მსგავს ფაქტებს სრულად შეისწავლის.
"დოპინგ კონტროლს სპეციალიზირებული ლაბორატორია სჭირდება. ჩვენთან ამას იმ ძირითადი პანელების მიხედვით ნარკოლოგიური ლაბორატორიები ახორციელებენ. სპორტულ დოპინგს თავისი თავისებურება აქვს, რომელზეც შესაძლებელია, რომ გადავეწყოთ და ჩვენს კოლეგებს სპორტის სამინისტროდან მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ" - განაცხადა სერგეენკომ.