reportiori.ge - ედვარდ სნოუდენი "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:43
მსოფლიო
ედვარდ სნოუდენი "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება
ავტორი: ანა ნოდია
15 იანვარი, 2014. 12:00

ედვარდ სნოუდენი, რომელიც აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი გახლავთ "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება.


"სიამაყითა და პატივით მივესალმები ედვარდ სნოუდენს "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებას. ის ჩემი პერსონალური გმირია. სნოუდენის წყალობით, ამერიკელ ხალხს პირველად მიეცა შესაძლებლობა დემოკრატიული დებატები გაემართა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის პროგრამაზე", - განაცხადა "პრესის თავისუფლების ფონდის" თანადამფუძნებელმა, დენიელ ელსბერგმა.

ელსბერგის განმარტებით,  სნოუდენის მსგავსი გამბედავი ადამიანები ფონდს კიდევ ბევრი სჭირდება. 

ედვარდ სნოუდენის განცხადებით,  ჟურნალისტიკა ვერ შედგება, თუ რეპორტიორები ვერ შეძლებენ ინფორმაციის თავიანთ წყაროსთან ნორმალური გზებით კონტაქტს. 

"იქ, სადაც ამას კანონი ვერ დაარეგულირებს, ტექნოლოგია შეძლებს. ეს რთული პრობლემაა, მაგრამ მოგვარებადი და მოუთმენლად ველი, რომ ჩემი გამოცდილება ამ პრობლემის მოგვარებას მოვახმარო", - განაცხადა სნოუდენმა. 


"პრესის თავისუფლების ფონდი" 2012 წელს, აშშ-ში დაარსდა იმ ჟურნალისტთა მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც ინფორმაციის მეტი გახსნილობისთვის იბრძვიან.


სნოუდენის "პრესის თავისუფლების ფონდის" დირექტორთა საბჭოში გაწევრიენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფონდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016