კახა კოჟორიძე: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ „რეპორტიორთან"კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ განკარგულება ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით სწორია.
„შეწყალების საკითხს პრეზიდენტის ბრძანებულება არეგულირებს, რომელშიც არის რიგი ჩამონათვალი, რა შემთხვევაში არ შეიძლება პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება. მაგალითად, არ შეიძლება თუ ბრალდებულს არ აქვს მოხდილი სასჯელის ერთიმესამედი მაინც. ასევე, თუ პირი არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და არ ითხოვს შეწყალებას. მაგრამ იმავე ბრძანებულებაში არის ერთი მუხლი, რომელიც აწესებს გამონაკლის შემთხვევას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს აქვს უფელება, აკრძალვების მიუხედავად, შეიწყალოს პირი. აქედან გამომდინარე, მოცემულ სიტუაციაში, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და სამართლებლირვი თვლასაზრისით სწორია.
პრეზიდენტის სუბიექტური დამოკიდებულება გუანვასთან მიმართებაში გამოვლინდა თავიდანვე. როდესაც ძიება დაიწყო პრეზიდენტმა ის დანიშნა გუბერნატორად. კანონით აკრძალულია გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნა პირის, ვის მიმართაც ძიება მიმდინარეობს. პრეზიდენტი არ ამბობს, რომ გუნავა დამნაშავეა და იწყალებს, პირიქით ის გუნავას უდანაშაულობაზე საუბრობს.
როგორც კი პრეზიდენტის ბრძანებულება მივა სასჯელაღსრულების სამინისტროში, გუნავას გაათაავსიუფლებენ",- განცხადა კახა კოჟორიძემ.