როგორც „რეპორტიორს"ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა , ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გადის, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.
„პრეზიდენტის აქტის გამოცემის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩაბარდა პრეზიდენტის განკარგულება შეწყალებასთან დაკავშირებით. გუნავას გათავისუფლება, დღევანდელ დღეს არ უნდა გადასცდეს, თორემ იგი უკანონო პატიმრობაში მყოფად ჩაითვლება. მე თვითონ ვესაუბრე ბატონ თენგიზს დღის ბოლოს, თვითონ გამოვა და განცხადებასაც თავად გააკეთებს"- აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა დღეს შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, გუნავას ნასამართლეობაც ეხსნება.