სპორტი
თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო!
15 იანვარი, 2014. 14:43
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწრთვნელმა, თემურ ქეცბაიამ გაზეთ „ყველა სიახლესთან" გავრცელებული ჭორი მისი ფამაგუსტას "ანორთოსისის" ტექნიკურ დირექტორად დანიშვნის შესახებ უარყო.
"რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ვისაც "ანორთოსისში" უნდა მისვლა, ყველა ქეცბაიას სახელს იყენებს. ჭორებზე კი რა კომენტარი გავაკეთო?!
შესაძლოა, ვიღაცები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მაგრამ მე მუშაობას ვაგრძელებ. არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ და ამაზე ახლა არც ვფიქრობ. ისე, ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, თუმცა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მინდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19