reportiori.ge - დიმიტრი ჯაიანი: მთელი საქართველო გაოგნებულია - დათო საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობაზე თქვა უარი და სოხუმის თეატრს ჩაუდგა სათავეშიო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:34
კულტურა
დიმიტრი ჯაიანი: მთელი საქართველო გაოგნებულია - დათო საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობაზე თქვა უარი და სოხუმის თეატრს ჩაუდგა სათავეშიო!
ავტორი: ანა ნოდია
15 იანვარი, 2014. 16:46

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი, დიმიტრი ჯაიანი „რეპორტიორთან" ინტერვიუში  სოხუმის თეატრის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს:

 

„ახალი სიო წამოვიდა სოხუმის თეატრში.  ბოლო წლებში ბევრი ცუდი რამ მოხდა. უახლოესმა ადამიანებმა უღალატეს თეატრს. საჭირო იყო აქ მოსულიყო ადამიანი, ვინც თეატრს სწორად უხელმძღვანელებდა. ბევრი ადამიანი ამომიტივტივდა თავში. გამახსენდა, რომ ჩვენთან დათო საყვარელიძეს გაკეთებული ჰქონდა სპექტაკლი. მე მქონდა მასთან საუბარი.


მთელი საქართველო გაოგნებულია, იცით რისგან? დათო საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობაზე თქვა უარი და სოხუმის თეატრს ჩაუდგა სათავეშიო...  ზოგი იგებს მის პოზიციას, ზოგი ვერ იგებს ...


აფხაზეთის სამინისტროს აქვს ბრწყინვალე დარბაზი, რომელსაც სჭირდება ხელის შევლება. როცა გარემონტდება ეს ადგილი, მთლიანი თეატრი, თავისი დირექციით იქ გადავა.


ზოგადად, სოხუმის თეატრს აქვს თავისი მიზანი. თემურ ჩხეიძემ დადგა ასეთი სპექტაკლი - „ზღვა რომელიც შორია". ამ სპექტაკლის სანახავად ჩამოვიდნენ კირილ ლავროვი და დონატას ბანიონისი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ლავროვმა თქვა ასეთი რამ:  „მსოფლიოში მინახავს გენიალური შენობები თეატრისთვის, სასწაული პირობებით, მაგრამ პირველად ვხედავ თეატრს, რომელსაც არაფერი გააჩნია და თეატრია! მინახავს სასწაული „თეატრები", რომლებიც თეატრი არ არის!" - აღნიშნავს ჯაიანი „რეპორტიორთან" საუბარში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016