საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი სამეგრელოს გუბერნატორი, თენგიზ გუნავა შეიწყალა. გუნავას „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მატროსოვის ციხესთან ელოდებიან.
დავით დარჩიაშვლი „რეპორტიორთან" კომენტარს აკეთებს:
„აბსოლუტურად სწორი იყო გუნავას გათავისუფლება, გნებავთ პოლიტიკური დაარქვი, გნებავთ სამართლიანობის აღდგენა, გინდათ - მორალური. გუნავა, წლების განმავლობაში, უანგაროდ ემსახურებოდა სიცოცხლის რისკის ფასად ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობას აღდგენასა და დანაშაულთან ბრძოლას. უკუღმართობაა, რომ ვინც სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ, ისინი ამნისტრირებული და გმირები არიან და თენგიზ გუნავა დამნაშავე. ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური პატიმეობა."
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს გუბერნატორი დღეს შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, გუნავას ნასამართლეობაც მოეხსნა.