reportiori.ge - 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:01
ყვითელი
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 იანვარი, 2014. 11:16

ვერძი: თქვენ ძალიან გსიამოვნებთ, როცა საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებთ, ეს ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ კარგი იქნება ხანდახან თუ დატოვებთ გარკვეულ საკითხებს ისე, როგორც არის და არ ეცდებით მათ შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დიდი ენერგია უსაფუძვლოდ დახარჯოთ.


 კურო: გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყველაფრის ისე დასრულებას ვერ შეძლებთ, როგორც გსურთ. ამის გამო არ ღირს ხასიათის ცვლილება. ნუ ცდილობთ შეეჭიდოთ ყოველ სირთულეს. ეს ყველფარი თქვენს სამომავლო ცხოვრებაზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.


 ტყუპები: დღეს დრო ძალიან ნელა გავა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. კარგი იქნება მოთმინების უნარს თუ გამოიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ გსურთ.


ირჩხიბი: კარგი იქნება საკუთარ მეგობრებს თუ გაიხსენებთ, ისინი თქვენზე ძალიან ღელავენ, რადგან უკანასკნელი დროის მანძილზე მათ ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევთ. არ ღირს საკუთარი პრინციპების გამო ახლობლებსა და მეგობრებზე უარის თქმა.


 ლომი: დღეს მოგინდებათ, რომ მეგობრების პრობლემებში გაერკვეთ და მათ დახმარებაც აღმოუჩინოთ. ეს ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე, ამიტომ უარს ნუ იტყვით ამ სურვილზე.


 

ქალწული: დღეს შეძლებთ მაქსიმალურად გართობას. შეძლებთ ყურადღება არ მიაქციოთ სხვების აზრს და მხოლოდ საკუთარი პრინციპების შესაბამისად იმოქმედოთ. რა თქმა უნდა, ეს თქვენს ამაღლებულ განწყობას გამოიწვევს.


სასწორი: ეცადეთ დღეს რაც შეიძლება სამართლიანნი იყოთ. რადგან უამარავი საქმის მოგვარება მოგიწევთ, სადაც იძულებული იქნებით გამოარკვიოთ ვინ არის მართალი და ვინ არა, ეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ.


 მორიელი: დღეს შესაძლოა იგრძნოთ, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან აგრესიული დამოკიდებულება გაქვთ. ეცადეთ გამოარკვიოთ რა იწვევს მსგავს დამოკიდებულებას. ნუ დატოვებთ ყოველივეს ისე, როგორც არის, აუცილებლად გამოასწორეთ.


 მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ თქვენს ირგვლივ წარმოქმნილ კონფლიქტში სამართლიანი აზრის გამორჩევას. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავაშირებით და მტკიცედ დაიცავით იგი.


 თხის რქა: დღეს შეძლებთ თავის გამოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ, მაინც მოახერხებთ თქვენი პოზიციების დაცვასა და მათ რეალიზებას. აუცილებლად შეამჩნევენ თქვენს ძალისხმევას და ეს ყოველივე სამომავლო წარმატების მიზეზიც კი გახდება.


 

მერწყული: დღეს მიხვდებით, რომ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა დაგღალეს, მაგრამ ვერ ხვდებით რა მოიმოქმედოთ, უბრალოდ ეცადეთ ამ ადამიანებთან კონტაქტს მოუკლოთ და რაც შეიძლება მცირე ყურადღება დაუთმეთ მათ.


 

თევზები: ზოგადად თქვენ არ გიყვართ ულტიმატუმების წამოყენება მაგრამ დღეს კარგი იქნება მეგობრების გარკვეულ ნაწილს თქვენს ძალას თუ აგრძნობინებთ, ეს თქვენზე შეხედულებების ცვლილებას არ გამოიწვევს, უბრალოდ, რამდენიმე ადამიანი თქვენს ძალას იგრძნობს და მიხვდება, რომ თქვენი კონტროლი შეუძლებელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016