დღეს, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიის დღეა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს, თბილისში დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მისი მონაწილეობით ბევრი ფილმია გადაღებული. დათა თუთაშხიას როლის შესრულებამ მსახიობს საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მოუტანა. ოთარ მეღვინეთუხუცესს კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისათვის მიღებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1981 წელს დათა თუთაშხიას როლისთვის საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "იზიდი". 2000 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ოთარ მეღვინეთუხუცესი რამაზ ჩხიკვაძისა და გურამ საღარაძის გვერდითაა დაკრძალული.