reportiori.ge - კულტურის სამინისტრო სტალინის ძეგლთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:33
საზოგადოება
კულტურის სამინისტრო სტალინის ძეგლთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 10:30

სამინისტროს თქმით, ძეგლის დადგმის ნებართვა 2010 წლის 16 ივნისს გაიცა.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე, სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის #29 განკარგულებით.

2013 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ, საკრებულოს მიერ შერჩეული ქანდაკების განთავსების ორი სავარაუდო ადგილიდან სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს, როგორც ექსპონატსა და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (ქოხი, სადაც დაიბადა სტალინი, საგამოფენო სივრცე და სტალინის ვაგონი).

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით სცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებას და ის მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს.

სამინისტრო მუშაობს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელება დამთვალიერებლისათვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016