reportiori.ge - ბრინჯაოს „შუა თითის“ ქანდაკება ყოფილი ცოლისთვის და უცნაური ხერხები, რომელსაც წყვილები განქორწინების შემდეგ მიმართავენ (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:06
ყვითელი
ბრინჯაოს „შუა თითის“ ქანდაკება ყოფილი ცოლისთვის და უცნაური ხერხები, რომელსაც წყვილები განქორწინების შემდეგ მიმართავენ (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 13:39

ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის განქორწინებას - უმეტესობა ჩუმად ითმენს და იტანჯება, ზოგიერთები ალკოჰოლს ეძალებიან, ხოლო ზოგს კი შურისძიება სწყურია.


გთავაზობთ 10 შემთხვევას, თუ როგორ იძიეს შური წყვილმა განქორწინების შემდეგ. სტატია ucnauri.com -მა მოამზადა.

 

1. ცნობილი სტრიპტიზ კლუბის მფლობელმა, ალან მარკოვიცმა (Alan Markovitz), რომელიც დეტროიტში (Detroit) ცხოვრობს, ახლახანს დაამონტაჟა ბრინჯაოს ხელის ქანდაკება სახლის უკანა ეზოში ქალაქ Orchard Lake-ში.


59- წლის მამაკაცი წყობიდან გამოვიდა, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა ლეა ტუოჰიმ (Lea Tuohy) რომანი გააბა მის მეგობართან. მარკოვიცმა 7 000 ამერიკული დოლარი დახარჯა „ბაღის ორნამენტზე", რომლის სიმაღლეა 3,65 მეტრი და რომელიც ღამით პროჟექტორითაა განათებული.

 

2. ყოფილმა ცოლმა განქორწინების გადასახადი გადაიხადა ხურდა ფულით. როგორც მისი მეუღლე წერს,  მან საბოლოოდ მიიღო განქორწინება. სასამართლო გადაწყვილებით, ცოლს $50,12 დოლარი უნდა გადაეხადა. როგორც ქმარი წერს, ან ხურდა ფულით სავსე პლასტმასის ყუთები ფოსტით გაუგზავნა. ყუთებში ფულთან ერთად იყო ბრინჯი და ლობიოც. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ამ მამაკაცის ყოფილმა ცოლმა ამის გაკეთება, მაგრამ იურისტების თქმით, ალბათ, ამით ყოფილი ცოლი მიანიშნებდა მის ეთნიკურ წარმომავლობას, ან იმას, რომ ყოფილი ქმარი იყო ხარბი და ძუნწი.

 

3. ქალაქ St-Theodore-d'Acton-ის მერმა დენი ლარივიერამ (Dany Lariviere) ყოფილ ცოლს- იზაბელ პრევოსტს (Isabelle Prevost) არც თუ ისე სასიამოვნო საჩუქარი უტანა დაბადების დღეზე: უზარმაზარ ლოდზე იყო წარწერა ნარინჯისფერი საღებავით: Happy birthday , Isa".


მერმა ხუმრობით განაცხადა, რომ მის ყოფილ ცოლს ყოველთვის უნდოდა მიეღო დაბადების დღეზე დიდი „ქვა" (ცოლი გულისხმობდა ძვირფას ქვას ბეჭედში), ამიტომაც მერმა-დენი ლარივიერამ აჩუქა იზას ეს „რიყის ქვა".  ამის გამო მერს ბრალდებაც კი წაუყენეს.

 

4. კევინ კოტერი (Kevin Cotter), სასოწარკვეთაში ჩავარდა, როდესაც მისმა მეორე ნახევარმა 12 წლის ერთად ცხოვრების შემდეგ მიატოვა. ცოლმა თან წაიღო მთელი თავისი ნივთები; ერთადერთი, რაც მან დატოვა იყო საქორწილო კაბა. როდესაც კოტერი (Kevin Cotter) ცდილობდა მისი კაბის დაბრუნებას, ცოლმა განაცხადა, რომ მას შეეძლო იგი თავისთვის დაეტოვებინა.


რამდენიმე თვის განმავლობაში, აბრეშუმის საქორწილო კაბა იდო თაროზე კოტერის სახლში ტუსონში (Tucson), არიზონას შტატში. მალე კოტერმა მიიღო გადაწყვეტილება და მან შექმნა ვებ-გვერდი სახელწოდებით „ჩემი ყოფილი ცოლის საქორწილო კაბა", რომელზეც ის იძლევა ამ კაბის გამოყენების 101 გზას.


მან აღიარა, რომ მისი მეუღლე არ იყო აღფრთოვანებული იმით, რაც კევინ კოტერმა გააკეთა. გვერდმა მოიპოვა წარმოუდგენელი პოპულარობა და მასზე ასიათასობით მნახველი შედიოდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ის აჩვენეს ამერიკის სატელევიზიო შოუ-გადაცემაში „Inside Edition". 2013 წელს ბლოგი გახდა წიგნი.

 

5. მამაკაცი, რომელიც ძალიან გაბრაზებული და აღშფოთებული იყო მოახლოებული განქორწინებით, ეჭვმიტანილია, რომ მან დატოვა მაგიდაზე ნივთი ცოლისათვის. მას ერთვოდა მინაწერი : ეს არის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს ბომბი შენთვისაა", ხოლო მის გვერდზე, წითელი მარკერით მინაჯღაბნი იყო სიტყვა BOOM".


51 წლის რენდოლფ სმიტი (Randolph Smith) დაასმინა მეუღლემ, რომელმაც განუცხადა პოლიციას, რომ რენდოლფმა სამზარეულოს მაგიდაზე დატოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციამ ქალაქ ვერო-ბიჩში (Vero Beach), ფლორიდას შტატში დააპატიმრა ეჭვმიტანილი;


ინჟინერ-გამნაღმებლებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობაში ფაქტობრივად არ აღმოჩნდა არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც თვით რენდოლფმა  პოლიციას განუცხადა, აფეთქება იყო ცრუ განგაში და მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ცოლმა „განარისხა და მოთმინებიდან გამოიყვანა".

 

6. განრისხებულმა მამაკაცმა ნეხვით აავსო ყოფილი ცოლის ჯაკუზი. ეს მოხდა დაბა St- emelie -de- L'Enerdzhi-ში, რომელიც მდებარეობს კანადაში, მონრეალის ჩრდილოეთით. პოლიციამ დააკავა 64 წლის მამაკაცი რენე დანიელი (Rene Daniel) ყოფილი ცოლის სახლთან, რომელსაც ნეხვი გადმოქონდა ტრაქტორიდან.

 

7. სამსართულიანი სახლი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონ Borough Park-ში მდებარეობს, წყვილმა კედლით გაყო.განქორწინებულმა წყვილმა ჩააშენეს კედელი თავიანთი სახლის შუაგულში, რადგანაც არც ქმარს და არც ცოლს არ სურდა სახლის დატოვება.

 

8. ყველაფერი რომ თანაბრად გაეყოთ, ფერმერმა გამჩარხავი ინსტრუმენტით გაჭრა ყველა ინსტრუმენტი და ასევე საყოგაცხოვრებო ნივთები.

 

9. ქალაქ Christchurch-ში, ახალიზელანდიაში რებეკა გიბსმა (Rebecca Gibbs) საქორწილო ბეჭედი ხელნაკეთ რაკეტაში ჩადო  და კოსმოსში" გაუშვა. ხელნაკეთი რაკეტის შექმნაში მას საკუთარი ძმა დაეხმარა.

 

10. რობინ ბეიკერმა (Robin Baker), მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ყოფილმა ცოლმა მთლიანად გაქურდა მისი სახლი Leicestershire-ში, სამი შვილის მამამ გამოიყენა თავისი სახლის ფასადი, რათა ტავისი ცოლისთვის შეტყობინება გაეგზავნა: „ჩემმა ყოფილმა ცოლმა გამქურდა. მე დავამტკიცე სასამართლოიში, რომ შენ მატყუარა და მეორეხარისხოვანი" ქალი ხარ. შენ ხარ".


მისტერ ბეიკერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოკიდა ბანერი ფასადზე, მასთან ხშირად მოდიან უცნობი ადამიანები, და ასეთი ცოლის მოშორებას ულოცავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016