reportiori.ge - ფილმი „მანდარინები“ ესტონეთის კინოკრიტიკოსთა პრიზიორი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:35
კულტურა
ფილმი „მანდარინები“ ესტონეთის კინოკრიტიკოსთა პრიზიორი გახდა
17 იანვარი, 2014. 17:17

რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ესტონეთის კინოკრიტიკოსთა პრიზი „მანდარინებისთვის" აიღო, რომელიც ესტონეთში წლის ფილმი გახდა. მთავარი როლის შემსრულებელს ლემბიტ ულფსაკს კი ერგო ჯილდო საუკეთესო როლისთვის. 

 

ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი პრიზი და მადლობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ესტონური კულტურის პოპულარიზაციისთვის მიიღო.


„მანდარინები"  2013  წელს  საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და სახელმწიფოს დაფინანსებით გადაიღეს. ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება, თუმცა მასში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელზე, რომელიც ომის დროს საკუთარი სურვილით დარჩა აფხაზეთში. დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.


ფილმში მონაწილეობენ: გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ესტონეთში საუკუნის მსახიობად აღიარებული ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016