reportiori.ge - დიმა ჯაიანი: ეს არის პატრიარქზე სააკაშვილის ბანდის შეტევის დასაწყისი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:04
პრეს-დაიჯესტი
დიმა ჯაიანი: ეს არის პატრიარქზე სააკაშვილის ბანდის შეტევის დასაწყისი!
ავტორი:
17 იანვარი, 2014. 18:05

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეთი გაშლეგებული ლიბერალისტების საპატრიარქოსან პროვოკაციული მივარდნის შესახებ „ასავალ-დასავალს" ესაუბრება აფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი.

 

- ბატონო დიმა, თქვენი აზრით, ასო-ების საპატრიარქოსთან მიჭრა ბანალური აზრის გამოხატვაა თუ უფრო შორს მიმავალი კამპანიის ნაწილი?

- მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პატრიარქზე სააკაშვილის ბანდის შეტევის დასაწისი! ამ აქციის უკან სწორედ ის ძალა დგას, ვინც გასული წლის 17 მაისს მოაწყო პედერასტების პროვოკაცია რუსთაველის გამზირზე! ამათ ქვეყნის არევა სურთ და საამისოდ ყველაფერს იკადრებენ!.

კარგი, ბატონო, ვთქვათ, არ მოგეწონა რაღაც საშობაო ეპისტოლეში! მოაწყვე პრესოკონფერენცია, გაავრცელე განცხადება... რომ დაადე ავი, საპატრიარქოსთან მივარდი და იქ პატრიარქის შეურაცხმყოფელი პლაკატები ააფრიალე, პროვოკატორი ხარ, აბა, ვინ ხარ?!

ვინ არიან ესენი, ხალხო, პატრიარქს რომ ამუნათებენ?! ამ უბედურ არსებებს, ამ გონებაჩლუნგებს ერთი წიგნი თუ აქვთ წაკითხული ბოლომდე? ამათ ეკლესია არასამთავრობო ორგანიზაცია ჰგონიათ, სადაც ხალხი მხოლოდ პირჯვრის გადასაწერად დადი! ამ უწიგნურებმა ვერ გაიგეს, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღემდე მოიყვანა და გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი!...

ამ უბადრუკებმა ვერ შეიგნეს თავიანთ ქათმის ტვინებში, რომ ქართველი კაცისთვის პატრიარქის შეგინება დედის შეგინებაზე უარესია! დედის შეგინებისთვის კი კაცები სისხლს ღვრიან!.

ბიჭო, ნუ გვაგინებ დედას!.. ნუ გვიგინებ დედაეკლესიას და სულიერ მამას!.. მე ის მიკვირს, იმ კაცებმა კიდევ როგორ მოითმინეს და რაღაც უბედურება არ მოსწიეს ამ ფულზე გაყიდულ არამზადებს!

ეს ყველაფერი ხომ ფულის გამო კეთდება?! ესენი ხომ თანამედროვე 30-ვერცხლიანი იუდები არიან?! კი მაგრამ, გრანტის მისაღებად სული ეშმაკს უნდა მიჰყიდო?!


- ვეჭვობ, ამ არსებებმა იცოდნენ, რომ ქრისტეს 30 ვერცხლად გამყიდავმა იუდამ შემდეგ ხეზე ჩამოიხრჩო თავი!..

- ეგეინი ცოცხლებში ისედაც არ წერიან!.. ამ პროვოკატორებს, ბოდიში და, სულ ფეხზე ჰკიდიათ, სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება! ისინი ასრულებენ დავალებას, რომ ხალხში როგორმე შეარყიონ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი! ვერ ითმენენ, ბოღმა ახრჩობთ, რომ პატრიარქს საქართველოში 90 პროცენტზე მაღალი ნდობა აქვს! ვერ მოუნელებიათ, რომ ქართული ეკლესია და ქართველი ხალხი არაფრით არ დაუშვებს აქ პედერასტების აღლუმებსა და ერთსექსიანთა ქორწინებას!

ნატო-ს და ევროკავშირში შესვლა მეც მინდა, მაგრამ თუ შენ ამის საფასურად გეიპარადებსა და ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას მომთხოვ, მაშინ, კარგად იყავი, ძმაო!..


- გრანტიჭამიებმა ისიც თქვეს, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რუსული გავლენა იგრძნობაო!..

- რუსული გავლენაა, ჩვენი ეკლესია ათასწლოვან მართლმადიდებლურ კანონებს რომ იცავს?! კი მაგრამ, ჩვენ რომ ქრისრტეს მოძღვრებას მივდევდით, მაშინ სად იყო რუსეთი და რუსული საპატრიარქო?!

ესენი ბიძინა ივანიშვილზეც იძახდნენ, „რუსული პროექტიაო", მაგრამ ამ აბსურდს ხომ აღარ იმეორებენ კარგა ხანია?!

რუსული გავლენა და რუსეთის ხელისბიჭები მაგათ „ნაცმოძრაობაში" მოიკითხონ! სააკაშვილმა რომ რუსეთის საქმე გააკეთა, იმაზე მეტი საქართველოში ვის გაუკეთებია?!

გიორგი კანდელაკმა უნდა შეაფასოს კაკოლიკოს-პატრიარქი?!

ნუგზარ წიკლაურმა უნდა ილაპარაკოს ზნეობასა და გონიერებაზე?!

ვიღაც ცინგლიანმა, უწიგნურმა გოგო-ბიჭებმა უნდა ასწავლონ ჭკუა და შეურაცხყონ ჩვენი პატრიარქი?!

მე ხმამაღლა ვამბობ: ცეცხლს ნუ ეთამაშებით! ნუ გადაავსებთ ქართველი კაცის მოთმინების ფიალას!..

მე მგონი, დაგვიანდა კიდეც, მაგრამ დადგა დრო, ხელისუფლებამ გაარკვიოს, ვინ და რა მიზნით აფინანსებს ამ არასამთავრობოებს! ჩვენ უნდა გავიგოთ, საქართველოს დასაქცევად ვინ რამდენს და ვისგან იღებს!


- ბატონო დიმა, მთავარი პროკურორის გადადგომა „ნაცებს" ძალიან გაუხარდათ! თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა დაპირებული სამართლიანობის აღდგენას?

- სამართლიანობა უნდა აღდგეს! სხვა გზა არ არსებობს! გამორიცხულია, ქართველმა ხალხმა სააკაშვილის ბანდის დაუსჯელი პარპაში კიდევ დიდხანს ითმინოს! ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს ამ დამნაშავეების დასასჯელად! წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობას თავად ხალხი აღადგენს!..


- თქვენ სამართლიანობის აღდგენასა და სააკაშვილის ბანდის დასჯის აუცილებლობაზე ლაპარაკობთ, მაგრამ, აგერ, სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მომავალი პრემიერის მეუღლედ მოგვევლინოს.

- დამთავრდა სანდა რულოვსი!.. დამთავრდა სააკაშვილი!.. სააკაშვილი, ეს უბედური, როგორ წარმოგიდგენიათ პრემიერად?! რომელ ჭკუათმყოფელს წარმოუდგენია, რომ ქართველი ხალხი იმ 9-წლიანი კოშმარის შემდეგ ისევ „ნაცმოძრაობას" მოიყვანს ხელისუფლებაში?!

მაგათ ურჩევნიათ, ის მოპარული მილიარდები დაუბრუნონ ხალხს! სანდრა რულოვსის მამა მიშიკოს დახმარებით მილიარდერი გახდა! დიახ, ჩემი ნაცნობი ჩამოვიდა ჰოლანდიიდან და იმან მითხრა, როგორ იყიდეს რულოვსებმა უზარმაზარი, შუა საუკუნეების სასახლე!.. არადა, სააკაშვილის პრეზიდენტობამდე სანდრას მამა ერთი ჩვეულებრივი სოფლელი გლეხი იყო და თავისი დროგით ნაკელი დაჰქონდა აქეთ-იქით!..

და ესენი აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას?!



ესაუბრა გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016