reportiori.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქვემო ქართლის ტელეკომპანიასა“ და „რიონს“ სანქცია დააკისრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:31
მედია
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქვემო ქართლის ტელეკომპანიასა“ და „რიონს“ სანქცია დააკისრა
17 იანვარი, 2014. 18:39

„ქვემო ქართლის ტელეკომპანიას" და ტელე-რადიო კომპანია „რიონს",საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ" სანქცია არალიცენზირებული მხატვრული და ანიმაციური ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო დააკისრა.

 

„საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა  ასოცოაციის" აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის განცხადებით, სანქცია სიტყვიერი იყო, თუმცა განმეორების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ტელეკომპანიებს ჯარიმის გადახდა დაეკოსროთ.

 

„ამ ტელეკომპანიებმა მიიღეს ზეპირი გაფრთხილება, რაც არის კანონმდებლობის მიხედვით სანქციის ერთ-ერთი სახე. სიტყვიერად გააფრთხილეს ეს ტელეკომპანიები, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. მსგავსი დარღვევები შესაძლოა იყო მათ არხებზე, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაარღვიეს საავტორო უფლება. თუმცა, თუ იგივე განმეორდება, არ არის გამორიცხული, მიიღონ ჯარიმა", - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა „რეპორტიორთან"  საუბრისას.


მისი თქმით, აღნიშნული იმ ტიპის დავაა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ უნდა განიხილავდეს, ვინაიდან ქვეყანას გააჩნია საავტორო უფლებების დამცავი კანონმდებლობა, რომელიც ცალსახად აწესებს, რომ მსგავსი დავა უნდა განიხილოს სასამართლომ, უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

 

„არ შეიძლება ორგანიზაცია, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთდროულად ორი უწყების მიერ ისჯებოდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტთან, სადაც რამდენიმე უწყება ტელევიზიებს ეჭვის საფუძველზე სანქციას აძლევს. მსგავსი დავების განხილვა სასმართლოს პრეროგატივაა და მას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ უნდა განიხილავდეს. ეს არ არის მხოლოდ „რიონის" და „ქვემო ქართლის" პრობლემა, ეს ზოგადად მედია-სივრცის პრობლემაა, რომელიც ერთიანადაა მოსაგვარებელი", - განმარტა ნათია კუპრაშვილმა.

 

„საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა  ასოცოაცია" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" ზემოთღნიშნულ განცხადებას სასამართლოში გაასაჩივრებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016