მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ფიფამ ახალი 2014 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის, საქართველო 102 ადგილზეა. საგულისხმოა ის, რომ ფიფას ყოველთვიურ, ამჟამინდელ რეიტინგში, გასული თვის, დეკემბრის რეიტინგთან შედარებით საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა...
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბოლოს ჩატარებული 3 მატჩიდან 2 თამაში წააგო (ფინეთთან შინ 0:1 და ესპანეთთან სტუმრად 0:2) და ერთი კი ფრედ (საფრანგეთთან შინ 0:0) ითამაშა. გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს არც შესარჩევი და არც ამხანაგური მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ, ფიფას რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოქვეთება სხვა ნაკრებების წინსვლითაა განპირობებული. კერძოდ კი ყატარის წინსვლით, რომელიც 2 ადგილით დაწინაურა და საქართველო ერთი საფეხურით დააქვეითა. ფიფას ახალ რეიტინგში ყატარის გარდა, ჩვენს ნაკრებზე წინ, ბენინი და კუბა, საქართველოს შემდეგ მომდევნო 3 საფეხურზე კი ასეთი განლაგებაა: ლიტვა, ნიგერი, ზიმბაბვე...
საგულისხმოა ის, რომ ფიფას იანვრის რეიტინგში მოწინავე 25 პოზიციაზე ცვლილება არაა... როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოს 207 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე ადგილზეა. მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს თუ ავიღებთ, საქართველო 53 ქვეყანას შორის 43-ე საფეხურზეა.
ალბათ ბევრს დააინტერესებს თუ რომელ პოზიციაზეა საქართველოს ნაკრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ამ 15-ეულში საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილზეა. 15-ეულს უკრაინა ლიდერობს, სამეულს კი რუსეთი და სომხეთი ავსებს. სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
1. უკრაინა (მე-18 ადგილი), 2. რუსეთი (22-ე), 3. სომხეთი (38), 4. უზბეკეთი, (65), 5. ბელორუსი (83), 6. ესტონეთი (93), 7. აზერბაიჯანი (94), 8. მოლდოვა (96), 9. საქართველო (102), 10. ლიტვა (103), 11. ტაჯიკეთი (113), 12. ლატვია (116), 13. ყაზახეთი (128), 14. თურქმენეთი (133), 15. ყირგიზეთი (146).
ბოლოსთვის კი ფიფას, 2014 წლის იანვრის რეიტინგის მოწინავე ოცეულს გაგაცნობთ:
1. ესპანეთი 1507
2. გერმანია 1318
3. არგენტინა 1251
4. კოლუმბია 1200
5. პორტუგალია 1172
6. ურუგვაი 1132
7. იტალია 1120
8. შვეიცარია 1113
9. ჰოლანდია 1106
10. ბრაზილია 1102
11. ბელგია 1098
12. საბერძნეთი 1055
13. ინგლისი 1041
14. აშშ 1019
15. ჩილე 1005
16. ხორვატია 971
17. კოტ დივუარი 912
18. უკრაინა 907
19. ბოსნია 899
20. საფრანგეთი 893