უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რადას მიერ უკრაინაში საპროტეტო აქციების გამართვის წესების გამკაცრების შესახებ მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. აღნიშნული კანონები არაერთ ცვლილელებას მოიცავს. საპროტესტო აქციებზე ნიღბებით და ჩაფხუტებით მისვლა პატიმრობას ითვალისწინებს . ექსტრემალური საქმიანობის განხორციელების, მიტინგის დროს კარვების გაშლისა და საპროტესტო აქციების წაქეზებისთვის კი ადმინისიტრაციული სასჯელი ამოქმედდება.
უკრაინის ოპოზიცია მიღებულ კანონებს არ ეთანხმება. ოპოზიციონერების თქმით, რადამ აღნიშნული კანონები წესების დარღვევით მიიღო. რადას მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო უფლებადმაცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ . მათ ინაუკოვიჩის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდეს და მისი შეცლისკენ მოუწოდეს.