reportiori.ge - ილია მეორე: საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:08
საზოგადოება
ილია მეორე: საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 12:34

რუსულ გამოცემა „Кавказская Политика"- ში დაბეჭდილ ინტერვიუში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზადაა ურთიერთობა  დაალაგოს რუსეთთან.

ჩემი აზრით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა სასულიერო პირებსაც და ელიტის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ამას ხელს არაფერი უშლის მით უმეტეს, რომ უკვე ათი თვეა, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები შედგება. მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და ძმებად დავრჩებით. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები ვიყოთ. ამას წინათ, მაგალითად, 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რუსეთისთვის ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს ძალიან ბევრია", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხირდან ქვეყნის პრეზიდენტია, საქართველოს მხრიდან კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ისინი უნდა შეხვდნენ და გადაჭრან ეს საკითხები.

საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება. ამას არ დაუშვებს ღვთისმშობელი. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთი და ცხინვალი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად ვიპოვნით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან მიყვარს რუსეთი, სადაც სასულიერო სემინარიაში მივიღე განათლება და აკადემია დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხს არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ კულტურა აერთიანებს.

„საქართველოს ძალიან უყვარს რუსული კულტურა. ქართველები კითხულობენ და ძალიან უყვართ რუსეთის ლიტერატურა და ფილოსოფია, განსაკუთრებით XIX საუკუნის. მახსოვს, როცა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა პერიოდში ეს ლიტერატურა აკრძალული იყო, თუმცა მაინც ვახერხებდით ამ წიგნების კითხვას", - აღნიშნა ილია მეორემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016