reportiori.ge - ამერიკული ეკოლოგიის ფონდმა მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სია გამოაქვეყნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:44
მსოფლიო
ამერიკული ეკოლოგიის ფონდმა მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სია გამოაქვეყნა
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 14:25

მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს ამერიკული ეკოლოგიის ფონდი. ეს არის ადგილები, სადაც ყველაზე მეტი ავადმყოფობა იჩენს თავს.

 

დაბინძურებული ქალაქების ჩამონათვალში პირველ ადგილზე ჩერნობილია. 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ატომური სადგურის აფეთქების შედეგად რადიაციით დაავადებულთა რიცხვი, 5 მილიონ ნახევარს შეადგენს.

 

ქალაქი სუმგაით დიდი ნავთობქიმიური საწარმოებით არის ცნობილი. აქ ხშირად იბადებიან ბავშვები გენეტიკური დარღვევებით და გონებრივი ჩამორჩენილობით.

 

ინდოეთის ქალაქი ვაპი - სამრეწველო კომპლექსი, სადაც მაცხოვრებლების უმეტესობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით იტანჯებ

 

ტიანჟინი - ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო ცენტრი, სადაც ტყვიის შემცველობა ამ ტერიტორიაზე აღებულ მოსავალშიც კი 24-ჯერ აღემატება საჭირო ნორმას.

 

ინდოეთის ქალაქი სუკინდა - აქ მსოფლიოში ყველაზე უდიდესი ქრომის მაღაროებია განთავსებული. ქალაქში მოსახლეობის 90 პროცენტი კიბოთია დაავადებული.

 

რუსეთის ყველაზე დაბინძურებული ქალაქი არის ნორილსკი. ქალაქში მძიმე ლითონების გადამამუშავებელი საწარმოებია განთავსებული. მოსახლეობის უმეტესობა მძიმე რესპირატორულ დაავადებას უმკლავდება. რუსეთის ამ ქალაქში უცხოელებს 2001 წლიდან შესვლა აეკრძალათ. ზამთარში აქ ხშირად შავი თოვლი მოდის.

 

ჩინეთის ქალაქი ლინფინი - ამ ტერიტორიაზე ქვანახშირს აწარმოებენ და მოსახლეობის უმეტესობა დაავადებულიპნევმონიით, კიბოთი, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებით

 

პერუს ქალაქ  ლა-ოროინაში, 35 ათასიანი მოსახლეობის 95 პროცენტი დაავადებულია. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ამერიკული ქარხნები. აქ მოსული წვიმა მჟავას შეიცავს.

 

ზამბიის დედაქალაქ კაბვეში ტყვიასა და თუთიას მოიპოვებენ. მოსახლეობის უმეტესობა განიცდის თირკმელებისა და კუნთების ატროფიას, ასევე სისხლის დაავადებას.

 

ჩამონათვალში არის რუსეთის მეორე ქალაქიც - ძერჟინსკი. ამ ქალაქში გასულ საუკუნეში ტონობით ქიმიური ნარჩენები დამარხეს. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა  საშუალოდ 45 წელს შეადგენს.

 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ) 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016