reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯების სიას აქვეყნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:28
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯების სიას აქვეყნებს
ავტორი: ანა შანიძე
18 იანვარი, 2014. 14:48

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კრიმინალურ შემთხვევათა სტატისტიკას ეხმიანება. პარტიის წევრმა დავით საყვარელიძემ 2013 წელს მთავრობის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯები გამოაქვეყნა:

 

2013 წელს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისა და კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, იყო მეტწილად მცდარი, რამაც დააზარალა როგორც, ზოგადად, ქვეყნის იმიჯი, ისე ათასობით საქართველოს მოქალაქე. ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიერ შარშან დაშვებული იყო შემდეგი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა:

 

ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუშების, სამხედრო ამბოხში მსჯავრდებულების, რელიგიური ექსტრემისტების ციხიდან გამოშვება ისე, რომ მათ საქმეებზე დღემდე არ არის საიდუმლო გრიფი მოხსნილი;

 

პირობო ამნისტიით ათასობით პატიმრის გათავისუფლება ისე, რომ არ მომხდარა მათი საქმეების დეტალური შესწავლა;

 

დანაშაულების სტატისტიკის გაყალბება-დამალვა და ჯიუტად იმის მტკიცება, თითქოს ქვეყანაში კრიმინალი იკლებს და არ მატულობს;

 

პოლიციის შესახებ ახალი კანონის ის მუხლი, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიციაში აკადემიის სპეციალური კურსის გავლის გარეშე დაიწყოს მოქალაქემ მუშაობა;

 

პენიტენციალურ სისტემაზე ორგანიზაციული დანაშაულებრივი ჯგუფების კონტროლის აღდგენა, .. მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებით;

 

ყოფილი პატიმრებისგან დაკომპლექტებული, ნახევრადკრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება აგრესიული და კრინიმალური მეთოდებით;

 

წინა წლების, .. გახმაურებული საქმეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მუდმივი მცდელობა, პერმანენტული აპელირება, .. ,,ახალ გარემოებებზე“, როდესაც ფაქტობრივად, არცერთ საქმესთან დაკავშირებით რამე სიახლე საზოგადოებას აქამდე არ გაუგია;

 

სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენება გაცხადებული ,,პოლიციის დეპოლიტიზაციისნაცვლად; აღდგა პოლიციის რეიდების ძველი ტრადიციაც!

 

შერჩევითი მიდგომა, სამართლის აღსრულებასთან მიმართებით. შედეგად, 2013 წელს:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადებული დანაშაულის კლების ტენდენციის მიუხედავად, 2013 წლის 10 თვეში სასამართლოში გადაგზავნილი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 32%–ით გაიზარდა 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შსს- ცენტრალურ ოფისში ხდება ტერიტორიული დანაყოფებიდან გადმოგზავნილი რეალური სტატისტიკის გადაკეთება და დამავლა. აკლებენ რეალურად ჩადენილი დანაშაულის რაოდენობას და აჩვენებენ სრულიად სხვას. აღარ ქვეყნდება წლიური სტატისტიკა ცალკეული დანაშაულების მიხედვით;

 

გახსნილი დანაშაულის რაოდენობაში ითვლება, ძირითადად, ადვილად გამოვლენადი და გახსნადი დანაშაულები, როგორიცაა: ნარკოტიკის მოხმარება, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და შენახვა. მალავენ ძალადობრივი და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნამდვილ სტატისტიკას, მაგალითად: ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა...

 

რუსეთის ფედერაციაში კვლავ რჩებიან პატიმრობაში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები, რომელთა გაცვლაც შესაძლებელი იყო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებულ პირებში, ეს უკანასკნელები კი, ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლა ახალმა ხელისუფლებამ;

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, თუმცა ამის გამო ის მხოლოდ ფორმალურად და საჩვენებლად დაისაჯა;

 

სამართალდამცავ სტრუქტურებში პროტექციონიზმი აღიარებული რეალობაა და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ნათესავურად ან მეგობრულად დაკავშირებულ პირებს;

 

პენიტენციალური სისტემის მართვა ნაბიჯნაბიჯ ისევ გადადის კრიმინალური სამყაროს ხელში.

 

კვლავ გამოუძიებელი რჩება შემდეგი საქმეები:

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა;

 

თენგიზ გუნავასთვის პოლიციის თანამშრომლების მიერ იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების საქმე;

 

გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეო ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელების საქმე;

 

უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოსამართლის თანაშემწის, ია ბარამიძის იძულება მოსამართლის კაბინეტში დაეყენებინა ჩამწერი აპარატურა;

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახლთან აღმოჩენილი, დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ანუ ტერორისტული აქტის მცდელობის საქმე;

 

.. “ჯიჰადის ვიდეობისდამზადებაგავრცელების რეალური კვალი და შემსრულებელი, ასევე შემსრულებლის მოტივი;

 

NATO– მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის დროს თბილისის თვითმმართველობის არჩევითი და დანიშვნითი 23 ადამიანის დროებით დაპატიმრებისა და გათავისუფლების საქმე; თანაც ხაზი უნდა გაესვას, რომ მოხდა მხოლოდერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრების უკანონო დაკავება მაშინ, როდესაც ყველა სხვა დანარჩენი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმიდან შეგნებულად ამოღებულიაქართულ ოცნებაშიგადაბარგებული დეპუტატები: მაგალითისათვის, საკრებულოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამოღებულია .. “ქართუ ბანკისსაქმიდან, თუმცა ფიგურირებს ბრალდების დადგენილებაში ისევე, როგორც სხვა მეწარმეები და ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი, რომელიც ასევე არ არის ნახსენები არცერთ მერიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში;

 

ლადო ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავლისუფლების საქმე;

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის საკანში განხორციელებული უკანონო მოსმენის საქმე;

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის წინასწარი დაკავების საკნიდან უკანონო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის საქმე.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016