reportiori.ge - პრემიერ-მინისტრი რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:38
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 12:46

ბიძინა ივანიშვილი რობერტ სტურუას 75 წლის იუბილეს ულოცავს. პრემიერის მილოცვის ტექსტს "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ :
"დღეს არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კალენდარში მნიშვნელოვანი დღეა - 75 წელი შეუსრულდა თანამედროვეობის უდიდეს რეჟისორს - რობერტ სტურუას.სტურუას თეატრი საბჭოთა წლებში თავისუფლების კუნძული იყო. სტურუას თეატრი იყო პროტესტი, რომელიც ისმოდა განსაკუთრებულად დახვეწილ, სიღრმითა და მაღალი ოსტატობით გამორჩეულ სცენაზე. პროტესტის ეს ხმა, ეს ძალა აღმოჩნდა იმდენად ძლიერი, რომ მისი თეატრი არა მარტო დიდი რეჟისორის სამშობლოში გახდა ადამიანების სულიერი თავშესაფარი, არამედ მან სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში.სიკეთე და ბოროტება - ეს არის თემა, რომლის გააზრებაშიც რობერტ სტურუამ, თავისი სპექტაკლებით, უდიდესი როლი შეასრულა. 
ჩვენ ვართ უსაზღვროდ მადლიერი იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან შექმნა და ჩვენი კულტურის საგანძურს შეჰმატა. ბედნიერებაა, იყო რობერტ სტურუას თანამედროვე.დიდი პატივისცემით ვულოცავ ბატონ რობერტს დაბადების დღეს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას", -
ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016