reportiori.ge - ფსიქოლოგების რამდენიმე საინტერესო დაკვირვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:07
სხვადასხვა
ფსიქოლოგების რამდენიმე საინტერესო დაკვირვება
ავტორი:
18 იანვარი, 2014. 23:22

ჩვენ ხშირად გვიყვარდება მშობლების მსგავსი ადამინები. უმეტესწილად ეს მაშინ ხდება, როდესაც მშობლებთან ჯერ კიდევ დაგვრჩა მოსაგვარებელი ღრმა ბავშვობის დროინდელი პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტას , სრულიად გაუცნობიერებლად, სწორედ ზრდასრულ ასაკში ვცდილობთ.


თუ წინადადებაში პირველი და ბოლო ასო თავის ადგილზეა, მნიშვნელობა არ აქვს ასოების წყობას, ადამიანის თვალი მაინც სწორად წაიკითხავს და გაიგებს წინადადების აზრს.


ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთმა დადებითმა მოვლენებმაც კი, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, დაოჯახება თუ ახალ სამსახურში გადასვლა, შესაძლოა, დეპრესია გამოიწვიოს.


სრულიად უშედეგოა მშობლების დარიგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მავნეა სიგარეტი მაშინ, როდესაც მშობლები თავად არიან მწეველები.


ფსიქოლოგიაში არსებობს პრინციპი: რაც უფრო მეტს ველით, ამა თუ იმ მოვლენის განვითარების შედეგად, მით უფრო ნაკლებს ვღებულობთ.


უცნობ ადგილას ყოფნისას, ადამიანები ყოველთვის მარჯვენა მხარეს ირჩევენ. თუ თქვენ არ გინდათ ხალხის მასაში მოხვედრა, ან დიდ რიგში დგომა, ყოველთვის აირჩიეთ მარცხენა მხარე.


თუ არ იცით რა უყიდოთ საყვარელ ადამიანს, უთხარით მას, რომ უკვე უყიდეთ საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიცნოს. ის სასურველი ნივთების ჩამოთვლას დაიწყებს.


თუ ღამე კოშმარები გაწუხებთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძილის დროს გცივათ. გამოკვლეულია: რაც უფრო დაბალია საძინებელში ტემპერატურა, მით დიდია შანსი, ცუდი სიზმრები ნახოთ.


მეცნიერების დაკვირვებით, ცისფერთვალება ადამიანებს შეყვარება სულ რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ადამიანებს ყავისფერი თვალებით შეუძლიათ ერთდროულად ორი უყვარდეთ. მწვანე თვალებასთან ყველაფერი სხვაგვარადაა: შეყვარებულის სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შეიძლება წლები დასჭირდეთ. ადამიანებს, ნებისმიერი სხვა ფერის თვალით, მეორე ადამიანი შეიძლება მხოლოდ ერთი საათის მანძილზე შეუყვარდეთ.


                                                                                         (მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016