reportiori.ge - „უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ხელისუფლებას “ბარამბოს”, “ზედაზენის” და “მიქსორის” მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:45
საზოგადოება
„უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ხელისუფლებას “ბარამბოს”, “ზედაზენის” და “მიქსორის” მიმართ დამოკიდებულების შეცვლისკენ მოუწოდებს
ავტორი: ანა შანიძე
19 იანვარი, 2014. 14:11

,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს დაავალოს   მთავრობას შეცვალოს ის უსამართლო და გაუგებარი პოლიტიკა, რომელიც ერთ წელზე მეტია კომპანია "ბარამბოს", "ზედაზენის" და "მიქსორის" მიმართ ხორციელდება.


როგორც „რეპორტიორს" აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, რამდენიმე დღის  წინ პრემიერ მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე სწორედ "ბარამბოს", "ზედაზენის" და "მიქსორის" წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეულნი.


 ,,გაუგებარია  მთავრობის მხრიდან  იმ კომპანიების იგნორირება, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში საკმაოდ  სოლიდური თანხები შეაქვთ და ათასობით ადამიანი ყავთ  დასაქმებული. ხელისუფლების მხრიდან უკვე წელიწადზე მეტია მიდის გამოძიება ცეზარ  ჩოჩელისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ, დაყადაღებულია ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული საწარმოების წილები და უძრავი ქონება. ყადაღა დაედო  ჩოჩელის გამგებლობაში არსებულ კომპანიების - შპს "მიქსორის", შპს "ბარამბოს", შპს "ბერტას", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის"ანგარიშებს, 70%-იან  წილს ლუდსახარშ "ზედაზენში", ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის გამოც საწარმოებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია დათხოვილი. ამჟამად დანარჩენი კომპანიების დახურვის საკითხიც დგას. 4000 ადამიანზე მეტი სამსახურს მიღმა დარჩენას ელოდება, მათ შორის "ზედაზენიდან". "უფლებადამცველთა გაერთიანებამ'' ამ რამდენიმე ხნის წინ, მედიას წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში იმ კომპანიების შესახებ რომელთა წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს გამოძიება და დააადგინა, რომ  ის ბრალდებები, რომელიც წაყენებული აქვს ცეზარ ჩოჩელს ამ კომპანიების თაობაზე უსაფუძვლოა."-აცხადებს  „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016