„ის რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, ამაზე არავინ დაობს. უფრო მეტიც, იგი ერთადერთი საზოგადო სახეა ქვეყანაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირს ინარჩუნებს." - წერს „Кавказская Политика"-ს ჟურნალისტი. გამოცემა უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის რუსეთში ვიზიტზე საუბრობს.
„ საჭიროა შეგახსენოთ, რომ რუსეთში საქართველოს პატრიარქის ვიზიტი, ქვეყანაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაემთხვა. მაშინ როდესაც სიტუაცია უკვე იძაბება. ამის გარდა, ქვეყნის შიგნით, არასტაბილური მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, კონფლიქტურ რეგიონებში მავთულხლართების გავლების პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს."- იუწყება სტატიის ავტორი.
რამდენიმე დღის წინ, პუტინთან და რუსეთის პარტიარქთან, შეხვედრის შემდეგ დაბრუნებულმა ილია II-მ ბრძანა, რომ დევნილების საკითხი ახლო მომავალში გადაწყდება. სტატია ცხინვალში და აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების საკითხსაც ეხება. იქვე მოყვანილია სასულიერო პირების მიერ, კიევში, შედგენილი დოკუმენტის შინაარსი.
„ მართლმადიდიებელი ეკლესიის წინამძღვარებმა, კიევში, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით ვიზიტისას, დოკუმენტი შეიმუშავეს. სადაც მართლმადიდებელი ხალხის პრობლემები აღინიშნა. მეუფე თეოდორეს თქმით, დოკუმენტში, მსოფლიოში არსებული ქრისტიანი ხალხის დევნაზე და მოსაგვარებელ პრობლემებზეა საუბარი. „
საზოგადოების მხრიდან, რუსეთის პატრიარქთან და პრეზიდენტ პუტინთან უწმინდესის შეხვედრას დადებითი რეაქცია მოჰყვა. აფხაზეთიდან და ცხივნალიდან დევნილები, გაკეთებული განცახდებების შემდეგ, მომავალს იმედის თვალით უყურებენ.