reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:33
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს ეწვევა
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 11:25

საქართველოს პრეზიდენტი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთს ეწვევა. როგორც რეპორტიორს“პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით უკვე გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან, რომლის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდება. ვიზიტის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ტაო-კლარჯეთს ეწვევა.

 

ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, მისი პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016