reportiori.ge - ქართული ენის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:12
საზოგადოება
ქართული ენის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 14:21

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტების შედეგები, რომელთა დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები გაჩნდა, სავარაუდოდ, ოთხ დღეში გამოქვეყნდება. 
გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის, კახა ჯამბურიას განცხადებით, ტესტების მესამე და მეოთხე ვარიანტები ამ დროისთვის სწორდება და 5 აგვისტოს ყველა შედეგი ცნობილი იქნება.
კახა ჯამბურია გამოეხმაურა პედაგოგთა და მშობლეთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ერთ-ერთ მოსაზარებას, რომ ტესტების შედეგების გამოუქვეყნებლობის მიზეზი ის ფაქტია, რომ აბიტურიენტებმა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები "ლარა" არასწორად გაიგეს, კერძოდ - შვილისა და შვილიშვილის დამსმენი ადამიანი პატრიოტად დაახასიათეს.  ჯამბურიას ინფორმაციით, გამოცდაზე წარდგენილი რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები "ლარა" ბევრმა, შესაძლოა ერთმა მესამედმა აბიტურიენტმა არასწორად გაიაზრა, თუმცა ტესტების პასუხების გამოქვეყნებასთან ეს არაფერ შუაშია. 
"რაც დაწერეს ბავშვებმა, იმ ქულებს იმსახურებენ, სწორდება ჩვეულებრივი კრიტერიუმებით, თემის შეფასების პირველი კრიტერიუმი არის ტექსტის ადეკვატური გააზრება. ვინც არაადეკვატურად გაიაზრა, რა თქმა უნდა მას ნული დაეწერება და არ გასწორდება. როდესაც საუბარია, რომ ადამიანმა საკუთარი შვილი და შვილიშვილი დაასმინა, რადგან უსმენენ რადიოს და ამიტომ უნდა დაიჭირონ, მასზე თქმა, რომ იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ტანჯული ადამიანი, რა თქმა უნდა არაადეკვატური გაგებაა", - განაცხადა კახა ჯამბურიამ.
მისივე ინფორმაციით, ეჭვები მომდინარეობს იქიდან, რომ ბევრი საკითხის სპეციფიკას არ იცნობს. კახა ჯამბურიას განცხადებით, სასურველია, გამოცდების დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოეწყოს დისკუსია და განხილული იყოს ყველა სადაო საკითხი.
"განსაკუთრებით დაისვას საკითხი, რატომ მოხდა, რომ ბავშვებმა ვერ გაიგეს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ენით დაწერილი ტექსტი, მაშინ როცა მათ წესით უნდა შეეძლოთ "ვეფხისტყაოსნის", ვაჟა-ფშაველას და რთული ტექსტების გააზრება", - განაცხადა კახა ჯამბურიამ.
მისივე ინფორმაციით, წელს ცენტრში განსაკუთრებით ბევრი, 39 000 ნაწერი შევიდა და გასწორებისა და გამოქვეყნების პროცესი ამიტომ გვიანდება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016