reportiori.ge - იუნა შაფათავა პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:31
ყვითელი
იუნა შაფათავა პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის!
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 13:05

მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის, რაშიც მეგობრებიც ეხმარებიან.

 

„პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ვხსნი. ვმუშაობთ ახალ იდეებზე, კონტრაქტებზე, პროექტებზე. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით და მეგობრების დახმარებით ვაკეთებ ამ საქმეს. არ მყავს ბიზნეს-პარტნიორი, მაინტერესებს, როგორ კეთდება ფული ნულიდან. სწორად გათვლილი ბიზნესგეგმა ამართლებს. ბევრ ბიზნესმენს გაეცინება ალბათ, ინვესტიციის გარეშე ფულს როგორ იშოვისო, მაგრამ მე ვარ ჩემი ინვესტიცია. საბედნიეროდ, არ ვარ ისეთი მოხუცი, რომ ჩემი თავი არ გამოვაჩინო ჩაცმული ან გახდილი. გონებრივი შესაძლებლობებიც ხელს მიწყობს და მეგობრებიც. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი გათვლაა: რასაც მასა იღებს, იმას აწოდებენ. შენ უნდა აღზარდო მაყურებელი, მით უმეტეს, რო-ცა 20 წელი სიბნელეში ვიჯექით.

 

იმისათვის, რომ დავიცვა ზღვარი ზღვარს ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, საერთაშორისო სტან-დარტებზე ვიმუშავებ. ეროტიკა ხომ პორნოგრაფია არ არის? დაფიქრება უნდა. ეროტიკა თუ თამამი არ იქნება, ეს მარაზმია. აქ ყველაფერი ეროტიკა ჰგოიათ. თუ იმაში ისევ ის დაინახეს, რისი დანახვაც უნდათ, მე რა ვქნა? „გუგლში“ საკუთარ გვარს და სახელს რომ ამოვაგდებ, ვტირი - ეს რად მაქცია საკუთარმა მასმედიამ. მაშინ, როცა ვიღაცა მართლა გარეწარი, მხეცი სათნოების ეტალონია. განა იმიტომ, რომ მე ვარ კარგი, უბრალოდ, ერთი ხაზის გადასმით არ შეიძლება ადამიანის ერთ ჩარჩოში მოქცევა, ყველას უნდა შეეძლოს ცხოვრების ნულიდან დაწყება. შემიძლია მცხობელი გავხდე, მაშინ ყველა მომეშვება - თურმე რა კარგ ტორტებს აცხობს ეს გოგო, რას გვერჩოდა თავისი ეროტიკითო, მაგრამ მე სხვა ინტერესი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ამერიკელ მეგობართან ერთად კლუბში ვიყავი და გოგონებს ისე ეცვათ, მკითხა, რა სჭირთ ამათ, პანაშვიდზე მოვიდნენო? დაფარული გარყვნილება არ მინდა. დაფრულ გარყვნილებას ღია სიშიშვლე მირჩევნია. ზედმეტი კდემამოსილების თამაში დამღლელია“, - აცხადებს მსახიობი.

 

                                                                                                                                (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016