reportiori.ge - რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:48
სხვადასხვა
რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს!
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 14:54

ინტერნეტსივრცე აჭრელებულია სხვადასხვა სახის დიეტებით და რჩევებით, თუ როგორ დავიკლოთ წონაში, თუმცა დღეს პირიქით ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოვიმატოთ წონაში ისე, რომ არ დაირღვეს ორგანიზმში ფუნქციონალური ცვლა.

სამედიცინო თვალსაზრისით სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა ფასდება მასის ინდექსით. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/2). თუ ამ ფორმულის მიხედვით თქვენი მასის ინდექსი ნორმაზე მცირეა, გირჩვეთ მიმართოთ დიეტლოგს, რომელისრულფასოვანი გამოკვლევის ატაების შემდეგ მოგცემთ შესაბაის რეკომენდაციებს.

თუ თქვენი სიგამხდრე არაა გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე რაიმე დარღვევის გამო და  ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მაშინ უნდა მიმართოთ შემდეგ რჩევებს:

იმისათვის, რომ წონაში  მოიმატოთ,  რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუმ თავდაპირველად გეტყვით, რომ შეიძლება ადამიანი კარგად იკვებებოდეს, მაგრამ დღის განმავლობაში უწევდეს იმდენი ფიზიკური შრომა (ან ვარჯიში), რომ საკვების სახით მიღებულ კალორიებს და მეტსაც ხარჯავდეს (ასეთ შემთხვევაში იგი წონაში ვერ იმატებს და პირიქით, შეიძლება დაიკლოს კიდეც). ისეთ შემთხვევაში, თუ ცოტას შეჭამ, მაგრამ დღის განმავლობაში ენერგიას საერთოდ არ დახარჯავ, მაშინ არ არის გამორიცხული წონაში მატება. გარდა ამისა, შეიძლება ცოტას ჭამდე, მაგრამ კალორიულს (პურ-ფუნთუშეული, ცხოველური ცხიმი) და შეიძლება ბევრს ჭამდე, მაგრამ ნაკლებად კალორიულ პროდუქტებს (მაგალითად, ბოსტნეულს).

თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო უფრის ოვზი 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი (მაგალითად: უნდევიტი, იუნიკაპი და სხვ.)

კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

1. ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის, ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.

2. ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებას შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.

3.ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.

4. ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი.

5. შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.

6. მზესუმზირ, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.

7. ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.

8. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული  ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

9. დღეში 2-3 წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.

10. მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე.

11. სიგარეტი, ალკოჰოლი და მით უმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება.

12. მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი.

რაც შეეხება წყალს, წყალი არც ასუქებს და არც ახდუნებს, ყოველ ლუკმაზე წყლის მიყოლება არ შეიძლება. ასევე კარგი იქნება, თუ მიიღებთ დიდი რაოდებით ხილს. განსაკუთრებით ბანანს, ლეღვს ,მანგოს, ყურძენს, ხურმას.

სულ ეს იყო. იმედია დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. ბოლო რჩევა კი ის არის, რომ ნუ მოინდომებთ სწრაფად შედეგის მიღებას. თვეში მხოლოდ 5 კილოგრამის მომატებაა მიზანშეწონილი.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016