reportiori.ge - „თიბისი ბანკის“ ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარეიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:17
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარეიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 14:56

მარჯანიშვილზე, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარეიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

 

ადგილზე შეკრებილები არიან როგორც ბიზნესმენის ახლობლები, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები; ადგილზე იმყოფება ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ზაქარეიშვილს სთხოვს, რომ გაყვეს და პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ.

 

ბიზნესმენ ზაზა ზაქარეიშვილს ბანკიდან გამოტანილი ჰქონდა სესხი 430 000 დოლარი, 10 წლიანი ვადით, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, მას სესხის გადახდის ვადა შეუმცირეს და აიძულებენ, რომ ეს სესხი 5 წელიწადში დაფაროს.

 

 

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განმარტებით, აღებული სესხიდან ბიზნესმენს გადასახდელი დარჩა მხოლოდ 260 000 დოლარი. გარდა ამისა, ზაზა ზაქარეიშვილი ასევე ითხოვს, რომ დაახლოებით მილიონნახევრის ქონება, რომელიც მას ჩადებული აქვს ბანკში, გამოუთავისუფლდეს.

 

ადვოკატის შეფასებით, ბანკი არ არის დაინტერსებული, რომ სესხი დაფაროს. მისი თქმით, ბანკი დაინტერსებულია ქონების ჩამორთმევაში.

 

"ჩემი 430 დოლარიანი სესხი, რომელიც 10 წლიანი იყო და მიუხედავად ჩემი თხოვნისა დაეტოვებინათ ისევ 10 წლიანად, შემიმცირეს 5 წლამდე. მოვითხოვ ისევ 10 წლიანზე გადატანას, დღემდე არ მაქვს გარკვეული არც მე და არც ბანკის თანამშრომლებს რამდენია ყოველთვიური გადასახადი", - აცხადებს ბიზნესმენი.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016