reportiori.ge - რა ფაქტებს მალავს ე. წ. ახალი ხელისუფლება სააკაშვილის გუნდზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:03
პრეს-დაიჯესტი
რა ფაქტებს მალავს ე. წ. ახალი ხელისუფლება სააკაშვილის გუნდზე?
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 15:05

მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წევრთათვის, ქვეყნის ბიუჯეტსა და პირად საბანკო ანგარიშებს შორის განსხვავება რომ არ იყო, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, კონკრეტული მტკიცებულებებიც გამოქვეყნებულა. თუმცა, პატრონი და განმკითხავი არავინაა. მიშა და მისი გუნდი, ქვეყნის ბიუჯეტს საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლადაც კი იყენებდნენ – საბიუჯეტო ფულს, ხშირად ძვირადღირებულ უცხოელ მეძავებს უხდიდნენ. ამ საქმეში გამორჩეული, ცხადია, ექსპრეზიდენტი გახლდათ. თუმცა, ხშირად ის თანაგუნდელებსაც ხშირად ეპატიჟებოდა „ნაშებში“ და უცხოელ მოდელებთან „საგულაო“ ფულს ბიუჯეტიდან უხდიდა.

გამოძიებამ საგულდაგულოდ რომ გაარკვიოს, სააკაშვილი და მისი კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფების წევრები რა თანხებს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან პირადი სიამოვნებისთვის, მარტო ეს იქნება საკმარისი, რომ თავად სააკაშვილმა და მისმა რამდენიმე ათეულმა თანაგუნდელმა, რამდენიმე წლით, თავი ვეღარ დააღწიონ ციხეს. თუმცა, ამ თემების, სამწუხაროდ, ჩვენში მხოლოდ ჟურნალისტები ინტერესდებიან, სამართალდამცავებს ეს საკითიხი არ აღელვებთ. არადა, კაპიკებზე ხომ არ არის ლაპარაკი? მიშასა და მისი გუნდის წევრების გრიალი, საბოლოო ჯამში, ათეულობით მილიონი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს, თუ მეტი არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ საქმეების გამოძიება ღირსების საქმეა. დიახ, სააკაშვილსა და მის ტაკიმასხარებს არ უნდა შერჩეთ ქართველი ხალხის აბუჩად აგდება, ხალხის ფულით ხშირად ცხოველური ვნებებისა და წადილის ჩაცხრობა.

„ქრონიკას“ მოაწოდეს ექსკლუზიური ინფორმაციები სააკაშვილისა და სხვა „ნაციონალების“ სახელმწიფო ხარჯების კერძო ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ. აქვე დავსძენ, რომ ვინც ეს ინფორმაციები მოგვაწოდა, ყოფილ მმართველ გუნდთან დაახლოებული პირია და ერთ დროს, თავადაც ეკავა საკმაოდ მაღალი პოსტი. სანამ წყაროს მიერ მოწოდებულ მასალებს გაგაცნობთ, იქამდე განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამ ფაქტების გადამოწმება ვერ მოვახერხე, რადგანაც ე. წ. ახალი ხელისუფლების პირობებშიც კი ამის გაკეთება ვერ ხერხდება. ამიტომ მივმართავ შესაბამის ორგანოებს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები შეისწავლონ და გამოიძიონ.

გიგი უგულავას დამოკიდებულება თბილისის ბიუჯეტის მიმართ, საქვეყნოდაა ცნობილი. სადღეისოდ, საქართველოს პროკურატურა, ერთდროულად სისხლის სამართლის სამ საქმეს იძიებს, სადაც ბრალდებული უგულავაა. თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს, ამ სამივე საქმეში, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, თბილისის ბიუჯეტიდან 78 მილიონი ლარის გაფლანგვასა და არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. გიგი უგულავასთვის თბილისის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა თბილისელთა ინტერესებზე გათვლილი და მათზე ორიენტირებული, როგორც დღეს ამას აცხადებს. თბილისის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი მუდამ თავად მერი – გიგი უგულავა გახლდათ. აღარ გავიხსენებ იმ ფაქტებს, იმ ასეულ ათასობით ლარს, საკუთარი მეუღლის, მისი დაქალებისა და ძმაკაცების გრიალს რომ შესწირა უგულავამ ლას-ვეგასსა და პარიზში. ახლა ერთ კონკრეტულ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც წყარომ მოგვითხრო:

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი ახალი დასრულებული იყო. ამ დროს, რგი უგულავამ შეყვარებული გახლდათ მომავალ მეუღლეზე, ლელა კილაძეზე, თუმცა ჯერ პირველ მეუღლესთან, თაკო ცაგურიასთან გაცილებული არ იყო. სწორედ ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე, უგულავამ ლელა კილაძე მერიაში სამუშაოდ მიიყვანა – 2008 წლის აპრილში და ეგრევე მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნა. 2008 წლის ოქტომბერში, როცა საქართველოდან ჯერ კიდევ არ იყვნენ გასული რუსი ოკუპანტები, მათ მიერ გამოყრილ ათასობით ადამიანს თავშესაფარი და საჭმელი ენატრებოდა, ეს ჩვენი თბილისის „ნოშრევანი“, ლელა კილაძესთან ერთად, იტალიაში გაემგზავრა 4 დღით. ნუ, ჯანდაბას, უდროო დროს წავიდნენ და წავიდნენ, ამათგან გასაკვირი არაფერია... მთავარი ის არის, რომ შეყვარებულები იტალიაში როგორც სამსახურებრივ მივლინებაში, ისე წავიდნენ. დიახ, თილისის მერმა გიგი უგულავამ და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ლელა კილაძემ ოფიციალური მივლინებები გააფორმეს, მერიის ბიუჯეტიდან აიღეს სამივლინებო თანხა და გაქუსლეს იტალიაში. რომში შეყვარებულები, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდნენ. ყველას კარგად მოგვეხსენება, ზოგადად,რა ჯდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა,როცა გიგი უგულავა და ლელა კილაძე მერიის ფულით უცხოეთში „საგულაოდ“ წავიდნენ. შარშან, მაისში, წყვილი უკვე ცოლ-ქმრის რანგში, პარიზში გაემგზავრა. თბილისის მერის პარიზში გამგზავრება კვლავ ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ლელა კილაძე ამ დროს აღარმუშაობდა მერიაში, თორემ მასაც გამოუყოფდნენ სამივლინებო თანხას,რა პრობლემაც ეგ იყო. საინტერესო ის არის, რომ პარიზში უგულავას ამ ვიზიტის შესახებ, თავის დროზე, მერიის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უგულავა „ქართულ-ფრანგული კვირეულის“ ფარგლებში იმყოფებოდა პარიზში.

წყარო აცხადებს, რომ მან გადაამოწმა ეს ინფორმაცია და ტყუილი აღმოჩნდა – იგი უგულავასა და ლელა კილაძის მეტი, თბილისის მერიიდან პარიზში, 2013 წლის მაისში, არავინ წასულა. „მერის დელეგაცია“ მხოლოდ ერთკაციანი იყო და ის ერთი კაცი თავად მერი – გიგი უგულავა გახლდათ. მისივე ინფორმაციით, ხადია, „კვირეულში“ ქართული მხარიდან არც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა, როგორც ეს, წესით ხდება ხოლმე. აი, ასე დადიოდნენ „კვირეულებსა“ და „შაბათობებზე“ ჩვენი მაღალჩინოსნები და საბიუჯეტო, ხალხის ფულს, როგორც საკუთარს,ისე მოიხმარდნენ.

ეს ის გიგი უგულავაა, თბილისის საკრებულოსა და ცენტრალურ ხელისუფლებას რომ ადანაშაულებს, მერიის 2014 წლის ბიუჯეტი იმიტომ ჩააგდო საკრებულომ,რომ თბილისელებს სოციალური პროექტები არ დაუფინანსონო და მისი ჭკუით, ამ საქმეში მთავრობაცწილში გაჰყავს – სწორედ მისი დაკვეთით ჩავარდა ბიუჯეტიო.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დროსტარებას არც ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე იკლებდნენ. წყარო აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი და თაკო სალაყაია, 2010 წლის დეკემბერში, კათოლიკურ შობას პარიზში შეხვდნენ. აქ არაფერი იქნებოდა გასაკვირი,ვანო პარიზში სამივლინებო ფულით რომ არ გამგზავრებულიყო. „ქრონიკის“ წყაროს თქმით, ოფიციალურად ისე გაფორმდა, თითქოს საქართველოს შს მინისტრის, 20-27 დეკემბერს, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი კი, საფრანგეთის შს სამინისტროსა და პარიზის ჟანდარმერიის მაღალჩინოსნებთან საქმიანი შეხვედრების გამართვა იყო. ცხადია, ვანო არც არავის შეხვედრია პარიზში – ის მხოლოდ გასართობად ჩავიდა საფრანგეთში. ვანო მერაბიშვილისა და მისი მეუღლის ეს ვიზიტი ბიზნესმენებმაც დააფინანსესო. ისინი 1 კვირა პარიზის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდნენ „ფოურ სეასონს ჰოტელ“-ში რაც 24 500 დოლარი ღირს.

წყაროს ინფორმაციით, გიგა ბოკერია და მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, 2011 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ ვაშინგტონში. ამერიკაში ბოკერიას სტუმრობა სახელმწიფომ, კერძოდ, უშიშროების საბჭომ დააფინანსა, როგორც ოფიციალური მივლინება. ცხადია, მივლინების თანახმად, ბოკერიასაც ოფიციალური შეხვედრები უნდა გაემართა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ წყარო აცხადებს, წყვილმა ისე დატოვა ეს ქვეყანა, რომ ბოკერიას არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს. მან და მისმა მეუღლემ 8 დღე დაისვენეს ვაშინგტონში. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიასა და თამარჩერგოლეიშვილის „მივლინება“ ნაწილობრივ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააფინანსა. ცხადია, არა საკუთარი ფულით – „ნაცმოძრაობის“ კონტროლქვეშმყოფი ერთ-ერთი ბიზნესის მეშვეობით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ამ „მივლინების“ სხვა დეტალები, მაგრამ უშიშროების საბჭოს 68 000 დოლარი რომ დაუჯლა ბოკერიას ამერიკაში გამგზავრება და იქ ყოფნა, ეს კი ვიცით.

მთავარი ბიუჯეტიჭამია მიშა სააკაშვილი რომ იყო, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. უფრო მეტი რომ ექაფა ხალხის ფულიდან და თან კანონიც არ დაერღვია, სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე, პრეზიდენტის 5-მილიონიანი ფონდი ჯერ 50 მილიონამდე გააზრდევინა მთავრობასა და პარლამენტს, შემდეგ კი – 100 მილიონამდე. ამ ფონდიდან სააკაშვილი საკუთარ ძმაკაცებს,საყვარლებს, უკაცრავად მკითხველთან და, ბოზებს უცხოეთში აგრიალებდა და მათთვის საჩუქრებსაც ყიუდლობდა. ამის შესახებ ხომ კონკრეტული მტკიცებულებები – დოკუმენტური მასალებიც გამოქვეყნდა ქართულ მედიაში. თუმცა, ე. წ. ახალი ხელისუფლება, საზოგადოებას ბევრს უმალავს და რატომღაც, ყველაფერს არ აქვეყნებს სააკაშვილის თავგასულობის შესახებ. არადა, ამის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი კვლავ სახელისუფლებო სეიფებშია გამოკეტილი. საინტერესოა, რას ელოდებიან?

2012 წლის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ივნისის დასაწყისში, მიშა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ვაშინგტონს მიაშურა. „დელეგაცია“ პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდა ამერიკაში, ჩარტერული რეისით – აბა, ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავს რას იკადრებდნენ? პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვაშინგტონში 12 კაცი გაემგზავრა, „ნაციონალი“ დეპუტატები და რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, აი, მიშას ჯიბის ბიზნესმენები რომ იყვნენ, ისინი. თავად პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და დეპუტატების ეს ვიზიტი ამერიკაში, გაფორმდა როგორც ოფიციალური მივლინება – სასტუმროსა და დღიური ხარჯები ყველამ ხელზე მიიღო. ვითომ სააკაშვილსა და დელე:გაციის სხვა წევრებს, ვაშინგტონში სულ უმაღლეს დონეზე უნდაგაემართათ შეხვედრები.რეალურად, არც ერთი შეხვედრა არ გამართულა და 5 დღე სააკაშვილი, მისი დაქალები და ძმაკაცები ვაშინგტონში გრიალებდნენ, რესტორნების, ბარებისა და სხვა გასართობი ადგილების მეტი არც არაფერი უნახავთ, ღრეობის მეტი არც არაფერი უკეთებიათ. ბიზნესმენები იმიტომ ჰყავდა წაყვანილი მიშას, რომ მისი თუ მისი ამფსონების ახირებები დაეფინანსებინათ და მათაც, სხვა რა გზა ჰქონდათ? ვინც რას დაადებდა ხელს, იმას ყიდულობდნენ – ნივთსა თუ გასართობ საშუალებას.

ეს არ იკმარა სააკაშვილმა და ამ „ვიზიტს ვაშინტონში“ პრეზიდენტის ფონდიდან 150 000 დოლარი მოხმარდა. ამ ფონდიდან თანხა მიზნობრივადგამოიყო – ვითომ ამერიკის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის საჩუქრების შესაძენად. არც მიშას, არც ამ ვოიაჟის სხვა წევრებს, იმ 5 დღეში, არც ერთი ამერიკელი ჩინოსანი არ უნახავთ, არც მაღალი და არც დაბალი. რაღა თქმა უნდა, არც არავისთვის შეუძენიათ საჩუქრები – ეს 150 000 დოლარიც მათ გართობას შეეწირა. იმ დროს, პრეზიდენტის ფონდს ასობით ადამიანი მიმართავდა, ცხადია, მათგან ძალზე ბევრი გაჭირვებული სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებების დაფინანსებას სთხოვდა პრეზიდენტს. ამ ხალხს უარით ისტუმრებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, – ფონდში ფული არ არისო. არადა, ფულის მეტი რა იყო, მაგრამ ამ ხალხისთვის რომ მიეცათ, თავად ხომ ვეღარ „იგულავებდნენ“?

„ქრონიკა“ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბიუჯეტის ხარჯზე უცხოეთში დასვენება-გართობის შესახებ ინგფორმაციების მოძიებას და ამ თემას შემდეგ ნომერში გავაგრძელებთ.

 

ხათუნა ელბაქიძე

 

 

                                                                                                 გაზეთი „ქრონიკა“

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016