reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:32
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 17:12

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, აბდულა გიულის შეხვდა.

 

შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.

 

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის უაღრესად წარმატებული ტრანსნაციონალური პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს როლი ამ პროექტების განხორციელებაში რეალურად სცილდება ჩვენს რეგიონს და ფაქტობრივად მთელი ევრაზიული კონტინენტის საკუთრება ხდება. ჩვენ ფაქიზად ვახერხებთ ერთმანეთის ჩართვით, როგორც ძეგლების შეფასებით, ასევე მათი რესტავრაციით მეცნიერების ჩართვას. მე მსურს მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციისთვის, რომელიც აქ იყო გასულ წელს და შეისწავლიდა იშხანს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციის სტუმრობისთვის, რომელიც იშხნისა და ოშკის შესასწავლად იმყოფებოდა, ასევე იმ სამუშაოებისთვის, რომელიც მომავალში ამ მიმართულებით განხორციელდება.

 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო ათათურქის მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.

 

 

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016